logo_geo
eng_logo
მარინა ლაგვილავა: მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება: დავრჩეთ სახლში!!!
- +

30 მარტი. 2020. 17:54

 

 

ექიმი მარინა ლაგვილავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ჩემო საყვარელო მეგობრებო! დაიძაბა სიტუაცია. ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

 

უზარმაზარი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა ეპოქამ, რომელშიც ვცხოვრობთ. ეს არის თითოეული ჩვენგანის მოვალეობა, ვიზრუნოთ:

- საკუთარ თავზე;

- ჩვენს შვილებზე, ოჯახებზე;

- საყვარელ ადამიანებზე და

- მთლიანად ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ზ ე...

 

განა არსებობს იმაზე ამაღლებული განცდა, რომ შენს მოქმედებაზეა დამოკიდებული, გადაარჩინო ქვეყანა?

არა და არა....

 

არ გვაქვს უფლება, ამ რგოლიდან რომელიმე ამოვაგდოთ. ყველაფერი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული...

 

მხოლოდ ერთი რამ მოგვეთხოვება:

დავრჩეთ სახლში....

დავრჩეთ სახლში...

დავრჩეთ სახლში...

 

მოგვეცით საშუალება მედიკოსებს (საჭიროების დროს), მოვიდეთ თითოეულ თქვენგანთან და კვალიფიციური სამედიცინო დახმარება გაგიწიოთ.

 

ყველაფერი ზემოთქმულის არგათვალისწინებით და უგულებელყოფით, ეს შეუძლებელი იქნება....

 

ჯერჯერობით, თქვენი ხელშეწყობით. და გააზრებული მოქმედებიდან გამომდინარე, არ გვაქვს უფლება, „ჭმუნვით რომ ვიყოთ“.

 

ნუ დავიძაბებით, ნუ შევშინდებით, მაგრამ მუდმივად ყურადღებით და ფხიზლად ვიყოთ...

 

ისევ და ისევ მერწმუნეთ, გვენდეთ ჩვენ, მოგვეცით საშუალება და არცერთი თქვენგანი ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩებით...

 

ნეტარ არიან მორწმუნენი...

ნეტარნი ხართ თქვენ...

თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი...

გვფარავდეს უფალი აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე...

 

განუმეორებელი ხართ თითოეული თქვენგანი... მიყვარხართ უკლებლივ“, - წერს მარინა ლაგვილავა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner