logo_geo
eng_logo
ემიგრანტი: ღმერთმა სულ პაწაწკუნტელა ტვინი ხო მოგცათ?
- +

31 მარტი. 2020. 21:14

 

 

ემიგრანტი ირმა კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

 

თაფლებო და მურაბებო! ახლა ერთი რამე უნდა გითხრათ, მაგრამ გთხოვთ კომენტარებს ან ნუ დაწერთ, ან ცუდ რამეებს ნუ დაწერთ....ეს ჩემი თხოვნაა....

 

 

ბევრი ადამიანი დამემატა ამ ბოლო დღეებში და უმრავლესობა აზრზე არა ვარ ვინ არის! მაგრამ რადგან დღეს, ამ სიტუაციაში ვიცი ვინმეს შეიძლება გამოვადგე, არ ვინტერესდები ვინაა და რატო მემატება...

 

 

რამდენიმე დღეა უკვე ნერვი გამომაწყვიტეს, შეიძლება თუ არა რეისი დაინიშნოს იტალიიდან საქართველოში და სად უნდა მიაკითხონ რომ ამ რეისზე მოხვდნენ...და უცებ ერთ-ერთმა ყოფილმა (უკვე დამბლოკა) ფბ "მეგობარმა" მკვლელი პოსტი დადო, სადაც სრული გულწრფელობით ეჯერა, რომ მისი "პრეზიდენტი" ამას შეძლებდა....8000 მოქალაქის სახლში დაბრუნებას მოახერხებდა და 14 დღის განმავლობაში კარანტინში შეინახავდა....

 

 

ნუ იქ ავიბლანდე იმ პრეზიდენტის ნაყვარება ხალხში და .....დანარჩენი თქვენ წარმოიდგინეთ....

 

 

ვინც მიცნობს ჩემი პოლიტიკური შეხედულებები იცის...და ვინც არ მიცნობს გეტყვით: აი არანაირად არავისტი არ ვყოფილვარ, არ ვარ და არ ვიქნები....მე შემიძლია რაღაცაზე ჩემი აზრი დავაფიქსირო და მორჩა! ახლა კითხვა: დღეს ის თქვენი პრეზიდენტი, არის ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, როგორც მე და როგორც თქვენ...თან ის ძებნილიცაა....ეხლა წარმოიდგინეთ ამ ვიღაცამ, დაურეკოს იტალიის პრემიერს და -  ალოო....ჯუზეპე შენ ხარ?

 

კი...ვინ ხარ?

 

მე ერთი პრეზიდენტი ვარ და ჩვენ ძმობას გაფიცებ, გამიხსენი საჰაერო გზა, ჩემი სულიერი დები და ძმები უნდა გავიყვანო იტალიიდან......

 

 

რაზეა ლაპარაკი ძმაო...როდისთვის გინდა?

 

 

როგორც კი ჩემი ძმები თვითმფრინავებს ჩამომიყენებენ, შევხმიანდეთ და ზუსტ თარიღს გეტყვი...

 

 

ოკ....გელოდები ძმა....

 

 

და გაითიშა....

 

 

აი მართლა გეკითხებით: ღმერთმა სულ პაწაწკუნტელა ტვინი ხო მოგცათ? აინშტაინის ტვინს ან ნიუტონის ტვინს ხო არავინ გთხოვთ?

 

 

ასე ჰარი ჰარალოზე ხდება თქვენი აზრით ეს რაღაცები დღეს, როცა ქვეყნები იშლება? არც პასკალის დონის მათემატიკა ხო არ უნდა, საქართველოში 8000 ადამიანის შენახვა კარანტინში ერთმა კაცმა შეძლოს? 8 რო 10-ზე გაამრავლოთ ეგ ხო მაინც შეგიძლიათ? დღეში 80 ათასი ლარი საიდან აქვს ერთ ვიღაცას, რომ 8000 კაცს აჭამოს?

 

 

მაგრამ ამ მთავრობას უნდა მისდგე და ცოცხით უნდა სცემო, უარი რო უთხრეს....აი უნდა მიეცათ ნებართვა და ერთი ნუ წაიყვანდა და ნუ შეინახავდა....აი მერე ის უნდა ეცემათ იმიანი ცოცხით და ეს ხალხიც ზედ უნდა მიეყოლებინათ....

 

 

იტალიის მაგალითზე გეტყვით: რეგიონები, რომლებიც წითელი ზონებია და არანაირი გადაადგილება არ შეიძლება, როგორ წავლენ რომში? ხო, ტრაპებს მიუყენებენ ფანჯრებთან, შესხავენ თვითმფრინავში და ჰაიდააა.....

 

 

ბოლოს მკვლელი კომენტარი დამიწერა ამ ჩემმა ყოფილმა ფბ მეგობარმა: დიახ! მიშა მაგარიაო და დამბლოკა!

 

 

ძალიან გთხოვთ: ასეთ სისულელეზე ნუ მომაცდენთ! ცოტა უკეთესი რამე იქნებ შევძლოთ....ორი ახალგაზრდა მამაკაცი დავაბინავეთ რომში ჩვენი საელჩოს დახმარებით და მადლობას გადავუხდი უეჭველი....

 

 

სხვა ადამიანებს, რომლებსაც დახმარება ჭირდებათ და უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ, ისინი შეგვეხმიანონ....

 

 

დღეს ასეა....ომში ვართ და რაღაცნაირად უნდა გადავრჩეთ! დანარჩენი მერე!

 

 

თუ რაიმე სახის პრობლემა გაქვთ შემეხმიანეთ....ერთად იქნებ შევძლოთ.....და უნდა შევძლოთ....” -   წერს ირმა კაპანაძე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner