logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: მივმართავ პარტიებს, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, გამოიჩინეთ კეთილი ნება და უარი თქვით დაფინანსებაზე
- +

1 აპრილი. 2020. 21:46

 

მივმართო ყველა იმ პარტიას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, გთხოვთ უმორჩილესად, გამოიჩინოთ კეთილი ნება და უარი თქვათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, ანუ, ხალხის ფული დაუტოვოთ ხალხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

 

 

„SOS!!! SOS!!! SOS!!! საქართველოს გულშემატკივრებო, ჭირისუფალნო, ჩემო მეგობრებო! ქვეყანაში კრიზისული სიტუაციაა. ეკონომიკური დარტყმა თითოეულ ჩვენგანზე, ჩვენს ოჯახებზე, ჩვენს მომავალზე თვალნათელია და არავინ მალავს, რომ კიდევ უფრო მეტად გამძაფრდება. ისიც ფაქტია, რომ ქვეყანაში მივიღეთ დაპაუზებული პოლიტიკური პროცესი! ეს, ალბათ, ამ ვითარებაში მართებულიცაა. უფრო მეტიც, აუცილებელიც! რადგან მთავარია, დავძლიოთ ეპიდემია და მისი გავრცელება.

 

 

პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალები მთავრობის, მედიკოსების, ჩვენი საამაყო პროფესიონალების მუშაობას, ხელს არ უშლიან. მაქსიმალური კეთდება საერთო მიზნის მისაღწევად! მუდმივად არის პოლიტიკური პარტიების მხრიდან მცდელობა, თავისი წვლილი შეიტანონ საკაცობრიო საქმეში და გვერდით დაუდგნენ ჩვენს განსაცდელში მყოფ მოქალაქეებს. ყველაფერი ზემოთქმულიდან გამომდინარე, მივმართო ყველა იმ პარტიას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება! (ყველა პარტიას!) გთხოვთ, უმორჩილესად, გამოიჩინოთ კეთილი ნება და უარი თქვათ (თუნდაც 3 თვით) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე! ანუ, ხალხის ფული დაუტოვოთ ხალხს! იმ ხალხს, რომელმაც მხარი უნდა დაგიჭიროთ არჩევნებზე… ამისთვის კი…….. უნდა გადარჩეს! ეს იქნება ძალზედ ჰუმანური აქტი! ქვეყნის, სამშობლოს, ხალხის უანგარო სამსახური! ჩემო მეგობრებო! ველოდები თქვენს მხარდაჭერას! მხარდაჭერის გამოსახატავად, გთხოვთ მოიწონოთ და გააზიაროთ ეს მიმართვა! ერთად შეუძლებელსაც შევძლებთ!“,- წერს ხათუნა ხოფერია.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner