logo_geo
eng_logo
ირმა შიოლაშვილი: ვინც დღეს საქართველოში ყველაფრით უკმაყოფილო და უმადური ხართ, ევროპიდანაც მოისმინეთ ისტორიები!
- +

2 აპრილი. 2020. 20:41

 

 

ქართველი მწერალი და მთარგმნელი ირმა შიოლაშვილი 1999 წლიდან გერმანიაში, ქალაქ ბონში ცხოვრობს და წლების მანძილზე ბონის რეგიონალური რადიოს (Bonn/Rhein-Sieg) ეთერში უძღვება გადაცემას ქართულ კულტურაზე. თუმცა, ახლა მთელი მსოფლიოს ერთადერთი საფიქრალი პანდემიასთან გამკლავებაა. სწორედ ამის გერმანულ მოდელს განიხილავს მწერალი და მოგვიწოდებს, მეტად დავაფასოთ ქართველი ექიმები და მათი მიდგომები მკურნალობის პროცესში:

 

 

“ორიოდე სიტყვით გერმანელ და ქართველ მედიცინის მუშაკებზე მინდა დავწერო: საქართველოში რამდენი რამ კეთდება, ყველამ ვიცით! გერმანიაში, მაგალითად, ჩემი მულის 55 წლის დაქალი სამი კვირაა კორონავისუსით სახლში წევს, მძიმე ფილტვების ანთება აქვს და საავადმყოფოში არ გადაჰყავთ. სამი კვირაა, სახლის პირობებში მკურნალობს. სიკვდილის პირას რომ იქნება, მაშინ შეაერთებენ ალბათ აპარატზე. თუ შეძლო ორგანიზმმა, ხომ კარგი, თუ არადა, იტვყიან, რომ ასეთია ცხოვრება!…

 

 

უკვე იმდენი შემთხვევა ვიცი, ხალხს ტესტი რომ არ გაუკეთეს გერმანიაში! სამაგიეროდ მეზობელ ქვეყნებს ეხმარება გერმანია, სამაგიეროდ საკუთარი ხალხის ხარჯზე საგარეო იმიჯი არ უნდა შეერყას! და მოსახლეობა მშვიდად, პროტესტის გარეშე იტანს ამ ყველაფერს! და თქვენ, ვინც დღეს ყველაფერს აპროტესტებთ საქართველოში, ყველაფრით უკმაყოფილო და უმადური ხართ, ევროპიდანაც მოისმინეთ ისტორიები!” – წერს ირმა შიოლაშვილი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner