logo_geo
eng_logo
ჯაბა ხუბუა: ლიბერალიზმმა საქართველოში ვერ მოკლა ღმერთი, ახლა ცდილობენ კორონამ მაინც შეძლოს
- +

3 აპრილი. 2020. 23:10

 

 

 

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში წერს:

 

 

 

“კორონა არ კლავს ქრისტეს

 

 

აი, რა უნდათ ქართველ კვაზილიბერალებს:

 

 

მორწმუნე ქრისტიანებს გაუჩნდეთ შიში თუ არა, ეჭვი მაინც, რომ ქრისტეს სისხლი და ხორცი, რომელსაც ზიარებისას ღვინისა და პურის სახით იღებენ, შესაძლოა, სნეულების შემყრელი აღმოჩნდეს.

 

 

შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი, თითქოს, ერთი ბარძიმიდან ერთი კოვზით ზიარების მიღება იგივეა, რომ სხვისი ნაპირალი ჭიქიდან სითხე დალიო ან კბილები სხვისი ნახმარი ჯაგრისით გამოიხეხო.

 

 

სასულიერო პირებმა მრევლს უთხრან, რომ უფლის სახლში მისვლა საშიშია.

 

 

ეკლესია დაიკეტოს ისე, როგორც მაღაზია, საპარიკმახერო და სასტუმრო, რათა შემდეგ ამაზე ახალი პროპაგანდა ააგონ და თქვან, რომ ეკლესიაც ისეთივე დაწესებულებაა, როგორც საპარიკმახერო, მაღაზია და სასტუმრო.

 

 

საბოლოო ჯამში, ლიბერალური პროპაგანდის მიზანი ღმერთის მკვლელობაა, რასაც მიაღწიეს კიდეც ბევრგან, მაგრამ საქართველოში - ვერა!

 

 

და რადგან ლიბერალიზმმა საქართველოში ვერ მოკლა ღმერთი, ახლა ცდილობენ, იქნებ, კორონამ მაინც შეძლოს ის, რაც ვერ შეძლო ლიბერალიზმმა.

 

 

ტყუილი ცდაა.

 

 

კორონა არ კლავს ქრისტეს,“ - წერს ჯაბა ხუბუა

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner