logo_geo
eng_logo
ირინა ბათიაშვილი: არასწორი ინტერპრეტაციით ნუ აზიარებთ ბატონი პაატა იმნაძის სიტყვებს
- +

6 აპრილი. 2020. 20:08

 

 

უშიშროების ყოფილი მინისტრის, ირაკლი ბათიაშვილის შვილი, ირინა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

 

“ძალიან გთხოვთ, არასწორი ინტერპრეტაციით ნუ აზიარებთ ბატონი პაატა იმნაძის სიტყვებს.

 

 

ადამიანმა თქვა, რომ ეკლესიის კარები არ უნდა დაიკეტესო. იქ ილოცებენ მღვდლები ყველა ჩვენთაგანისთვისო და თქვენ ლოცვებით სახლშიც შეგიძლია ილოცოთო. აქ არც აღდგომაზე, აქ არც შვიდგზის ზეთისცხებაზე და არც ზიარებაზე არ არის ნათქვამი ერთი სიტყვაც კი! დაწყნარდით გთხოვთ. უფლის ნებით არის, რომ ჯერ კიდევ ჩვენი ქვეყანა ასე მსუბუქად გადის ამ პერიოდს.

 

 

რა წაიღეთ ტვინი! დავიღალეთ ყველა ამ აგრესიით. რა გინდათ?გინდათ უფლის რისხვა მოიწიოთ? გაჩუმდით მაინც ეს ათეისტები და ურწმუნოები! ბოლოს და ბოლოს მორწმუნე ხალხისგან იღებთ ყოველ დღე უკეთესი მომავლის იმედს. დიახ, ყველა ეს ექიმი ვის ფოტოებსაც აზიარებთ მორწმუნეა!

 

 

შეჭამეს ეხლა ამ თემით ექიმები. ბატონმა პაატამ ისიც თქვა, აშკარად ვხედავ მორწმუნეების დევნა მიდისო. გადარიეს ადამიანი.

 

 

აგროჰაბებში, გუდვილებში და ა.შ. ხო დგახართ დახურულ სივრცეში 30 კაცზე მეტი?? მაშინ არ გეშინიათ ხო? და ეკლესიის ეზოში გარეთ სივრცეში ჯანმრთელი ადამიანი, რომ დადგეს და მიიღოს მადლი ეს შექმენით პრობლემა?

 

 

უწმინდესმაც თქვა, ვინც რისკის ქვეშ არიან ის ადამიანები დარჩნენ სახლშიო.

 

 

დიახ, დარჩნენ სახლში ადამიანები ვისაც დაბალი იმუნიტეტი აქვს, ვინც რისკის ქვეშ არის (ასაკობრივი თუ სხვა კუთხით) და ვისაც ეშინია. ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ორი კატეგორია გაჰკივის ამ ფეისბუქზე: ერთი ათეისტები, ურწმუნოები და მეორე კატეგორია, ვისაც უბრალოდ ეშინია და ამ ეკლესიაში მისვლის შიშის ჩვენების რცხვენია და ეფარება სხვების ნათქვამების ინტერპრეტაციებს.

 

 

თუ პროდუქტის საყიდლად, მეგობართან სანახავად მიდიხართ, დამიჯერეთ ბევრად უსაფრთხოა ეკლესიის გარეთ სივრცეში მოილოცოთ. ან თუ გეშინიათ უბრალოდ ნურსად ნუ ივლით, მაგრამ ურწმუნოებს ნუ აძლევთ იმის უფლებას ცინიკურად ისაუბრონ ჩვენ სარწმუნოებაზე და ჩვენ სახელმწიფოზე.

 

 

გთხოვთ, დაფიქრდით,ყველაფერს თავისი მიზეზ-შედეგობრიობა აქვს. რატომ გინდათ აგოთ პასუხი იმ ცოდვისთვის, რომლის ჩადენაც თავისუფლად შეგიძლიათ აირიდოთ. გადაიწერეთ სახლში პირჯვარი და იმ ადამიანების ჯანმრთელობა შესთხოვეთ ვინც მივდივართ ეკლესიაში.

 

 

ხო გვერჩით მრევლს, ჩვენ მაინც თქვენ შენდობას ვთხოვთ ღმერთს, მაგრამ ღმერთის გზები შეუცნობადია, ხოლო წყალობა და მრისხანება განუზომელი.

 

 

გიყვარდეთ და გეშინოდეთ უფლის,“ -  წერს ირინა ბათიაშვილი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner