logo_geo
eng_logo
სანდრო თოფურია მიხეილ სააკაშვილზე: პოლიტიკური ქულების დაწერა ამ მტკივნეულ დროს, არის უნამუსობის პიკი
- +

6 აპრილი. 2020. 20:10

 

 

საქართველოს ყოფილი ახალგაზრდა ელჩი უკრაინაში სანდრო თოფურია საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ დესტაბილიზაცია ნებისმიერ ფასად მხოლოდ ქვეყნის მტერს შეუძლია იკადროს.

 

 

როგორც სანდრო თოფურია აღნიშნავს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი კონსულები 24 საათიან რეჟიმში ეძებდნენ და სახლში აბრუნებდნენ სურვილის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს.

 

 

"ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის უნამუსობას. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი კონსულები - ნანა ჩაბრავა, თორნიკე ბერეკაშვილი, ირაკლი ადვაძე 24 საათიან რეჟიმში ეძებდნენ და სახლში აბრუნებდნენ სურვილის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს, ყველას, განურჩევლად პოლიტიკური თუ სხვა მდგომარეობიდან გამომდინარე. აბსოლუტურად ყველა იყო უზრნულველყოფილი პირველადი საჭიროების პოზიციებით და მათთან ჰქონდათ მუდმივი კონტაქტი, სანამ არ დაბრუნდნენ სამშობლოში. პოლიტიკური ქულების დაწერა ამ მტკივნეულ დროს, არის უნამუსობის პიკი! დესტაბილიზაცია ნებისმიერ ფასად მხოლოდ ქვეყნის მტერს შეუძლია იკადროს. ის ორი პასპორტი ამოატრიალეთ, წითელი გვერდები რომ უჩანს ვიდეოში და მერე ილაპარაკეთ ათზე მეტი ხართ თუ არა!!! ინტრიგანი!!!", - წერს თოფურია სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner