logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: რესპუბლიკური პარტიის დღევანდელი განცხადება იმ განცხადებების გადამღერებაა, რაც ამ დღეებში გაკეთდა „ნაცმოძრაობისა“ და მათი განშტოებების მიერ
- +

28 აპრილი. 2020. 15:31

 

 

„რესპუბლიკური პარტიის დღევანდელი განცხადება იმ განცხადებების გადამღერებაა, რაც ამ დღეებში გაკეთდა „ნაცმოძრაობისა“ და მათი განშტოებების მიერ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, რესპუბლიკური პარტიის დღევანდელი განცხადება უკრაინის ვიცე-პრემიერად სააკაშვილის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის რეაქციაზე, ეს არის სწორედ მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანის მცდელობა და საკითხის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან სრულიად ხელოვნურად მიბმა.

 

„რესპუბლიკური პარტია არასდროს გამოირჩეოდა მგრძნობელობით და ცოდნით იმისა, რა სურს ქართველ საზოგადოებას, რით სუნთქავს, რა ღირებულებები და მისწრაფებები აქვს. ამის დასტურია მათ მიერ ყველა არჩევნებზე ნაჩვენები სავალალო შედეგებიც. მათ რომ იცოდნენ ეს ყოველივე, ამ შედეგებს ერთხელ მაინც გააუმჯობესებდნენ. ამის დასტურია მათი დღევანდელი განცხადება უკრაინის ვიცე-პრემიერად სააკაშვილის შესაძლო დანიშვნაზე საქართველოს მთავრობის რეაქციაზე, ეს არის სწორედ მთავარი საკითხიდან ყურადღების გადატანის მცდელობა და საკითხის ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან სრულიად ხელოვნურად მიბმა. რესპების ეს განცხადება არის იმ განცხადებების გადამღერება, რაც ამ დღეებში გაკეთდა „ნაცმოძრაობისა“ და მათი განშტოებების მიერ. საქართველოს ხელისუფლება ვალდებული იყო, უკრაინის ხელისუფლებამდე მიეტანა საკუთარი პოზიცია ძებნილი და სასჯელმისჯილი სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით. თორემ უკრაინას ვიცე-პრემიერად შეუძლია, ვინც სურს, ის დანიშნოს. სასაცილო და სავალალო მდგომარეობაში იგდებს საკუთარ თავს 41-მილიონიანი, ევროატლანტიკურ ორიენტაციაზე პრეტენზიის მქონე სახელმწიფო, როდესაც მეორეჯერ ცდილობს ყველანაირად დისკრედიტებული პოლიტიკოსის რეანიმირებას. იმ პოლიტიკოსისა, რომელსაც უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი საჯაროდ მოიხსენიებდა კორუფციონერად“, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

შეგახსენებთ, რომ 22 აპრილს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტისგან, ვლადიმირ ზელენსკისგან ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე შეთავაზება მიიღო.

 

„რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებით კი, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ გამოხატული პოზიცია მოტივირებულია მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკური და არა ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესებით, შესაბამისად, არ ასახავს ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილის დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner