logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: ველოდები რეპორტაჟებს თქვენს პარტიულ მედიაში იმის შესახებ, რა ცუდი სტატიები ქვეყნდება საქართველოს შესახებ
- +

2 მაისი. 2020. 15:37

 

 

„ოპოზიციისათვის მორიგი თავზარდამცემისტატია გამოქვეყნდა ფრანგულ l’opinion-ში, სადაც საქართველოს მიღწევებზე საუბრობს ავტორი“,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

 

მჭედლიშვილის თქმით, ფრანგული გამოცემის მიერ გამოქვექნებულ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაზე გაცილებით უკეთესი საინვესტიციო გარემო აქვს და რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან და ჩინეთთან მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ბიზნესისათვის:

 

 

„ოპოზიციისათვის მორიგი თავზარდამცემი სტატია გამოქვეყნდა ფრანგულ l’opinion-ში, სადაც საქართველოს მიღწევებზე საუბრობს ავტორი. ლაპარაკია იმაზე, რომ საქართველოს ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაზე გაცილებით უკეთესი საინვესტიციო გარემო აქვს, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან და ჩინეთთან მას კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ბიზნესისათვის. როგორც ჩანს სტატიის ავტორზე იმოქმედა ქართველთა სიმშვიდემ ვირუსთან ბრძოლის პროცესში, მაშინ როცა ის "პანიკაზე" საუბრობს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ჩვენო "თავზარიკოებო", ველოდები რეპორტაჟებს თქვენს პარტიულ მედიაში იმის შესახებ, რა ცუდი სტატიები ქვეყნდება საქართველოს შესახებ”, - წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner