logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი ცაგარელზე: აატყლაშუნა ვარსკვლავებით მოჭედილი მათრახი!
- +

2 მაისი. 2020. 21:07

 

 

მედია კავშირი ობიექტივის მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი მიხეილ ცაგარელის იმ ვიდეს ეხმაურება, სადაც ასტროლოგი დედამიწაზე ადამიანთა რაოდენობის მასიურ შემცირებაზე საუბრობს. 

 

ვარსკვლავთმრიცხველის ბოდვას ვუსმენ ახლა. ინფორმაცია მიუღია დახურული სივრცეებიდან.

 

რა დახურული სივრცეები?! აი, რა დახურული?!

რა 7 მილიარდი ადამიანის განადგურება?!

 

ვეუბნებოდი, - "ილონ, ძმაო, არ გინდა ეს "კოსმოსური ხორუმი", მანდ ერთი კაცი მუშაობს ვარსკვლავების კომენდანტად, იმის ეტლის მოძრაობას ხელს შეუშლის შენი თანამგზავრები და გადაირევა მეთქი", - მაგრამ გამიგონა?!

ჰოდა, აგერ, აატყლაშუნა ვარსკვლავებით მოჭედილი მათრახი!“- წერს მძინარაშვილი.

 

ვიდეო იხილეთ ბმულზე: http://qartuliazri.reportiori.ge/inside.php?menuid=67&id=54367

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner