logo_geo
eng_logo
მამა ანთიმოზი COVID19-ზე: ღამეები არ მეძინა, სად გავითხარო საფლავი მეთქი...
- +

2 მაისი. 2020. 23:04

 

 

არქიმანდრიტი ანთიმოზი საცხოვრებლად სამების მონასტერში გადასულა. თავის ემოციების და ცხოვრების შესახებ, მამა ანთიმოზის წერს:

 

სამების მონასტერი

 

თითქმის თვე შესრულდა, რაც ნახალოვკიდან მონასტერში გადავსახლდი. მონასტრის საძმომ კარგად მიმიღო. ლავრაში ორმოცამდე ბერია. სრული ჰარმონია და წესრიგია. ყველამ თავის საქმე იცის და ჯერ ძმებს შორის ხმამაღალი საუბარი არ მსმენია. თავიდან გამიჭირდა და თან ღამეები არ მეძინა, კორონასგან დანევროზებული ვაიმე სიცხე არ მომცეს, ვაი რა მეშველება ქუჩიდან მონასტერში მოსულს ვირუსი არ მქონდეს, ჩემგან რომ გადაედოთ სად გავითხარო საფლავი-მეთქი... 14 დღე გავიდა და დავმშვიდდი...

 

ერთმბერმა იხუმრა: კორონამ რაღაცა კარგი გააკეთაო, თუნდაც ის, რომ ანთიმოზი მონასტერში დააბრუნაო

 

არქ. ანთიმოზ ივერიელი

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner