logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: საქართველოს მტრები- ქართველი გმირი ექიმების წინააღმდეგ!
- +

3 მაისი. 2020. 19:46

 

 

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, ექიმ მარინა ეზუგბაიას განცხადებაზე, რომელიც ეკა კვესიტაძესა და ექიმ ზურაბ გურულს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს ეხმაურება და წერს:

 

 

“საქართველოს მტრები- ქართველი გმირი ექიმების წინააღმდეგ! სხვაგვარად ვერ განმარტავ იმ აბსურდს, რაც ტელესივრცეში ხდება!

 

 

წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო! გურული (ეგ ისეთი გურულია, როგორიც მე მონიკა ბელუჩი) კორონას ეკიდება! წყალწაღებული ნაცბაქტერიები კი გურულს ეკიდებიან! ის, რასაც ქართველი ექიმები აკეთებენ, თავიდანვე გმირობა იყო და ასე ღირსეულად ასრულებენ თავის პროფესიონალურ მოვალეობას! ერთმა მეგობარმა, რომელსაც საკუთარი კლინიკები აქვს რუსეთში, მომიყვა ის საშინელება, რაც იქ ხდება. ჩემ კითხვაზე, – ჩვენთან რატომ არის ასე დაბალი სიკვდილიანობათქო? დაუფიქრებლად მიპასუხა: – ქართველი ექიმები შეთხლეშილები არიან თითოეული ავადმყოფის სიცოცხლის გადასარჩენადო!

 

 

დიახ, ასე მითხრა… შეთხლეშილები არიანო… სხვაგვარად არ ვიცი რა სიტყვით ვთქვა ის თავდადება, რასაც ეგენი აკეთებენო… ჩვენო ექიმებო, არ იფიქროთ, რომ თქვენდამი ნდობა, მადლიერება, თქვენით აღფრთოვანება ერთი წამითაც დადგეს ეჭვქვეშ!

 

 

ჩვენ, შესაძლოა, ვიკამათოთ ვაქცინაზე, სავალდებულო ვაქცინაციაზე, სტრესულ გარემოზე, ადამიანის იმუნიტეტის დაქვეითების სხვადასხვა ხელოვნურად შექმნილ ფაქტორებზე, მაგრამ არასოდეს დავაყენებთ ეჭვქვეშ თქვენდამი ნდობას, თქვენს პროფესიონალიზმს და თქვენს თავგანწირვას! მადლობა კიდევ ერთხელ!” – წერს ხათუნა ხოფერია ფეისბუქში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner