logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: უკრაინის რადაში არიან გამოცდილი პოლიტიკოსები და მშვენივრად იციან სააკაშვილის კრიმინალური წარსული
- +

13 მაისი. 2020. 21:58

 

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე უკრაინის პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად მიხეილ სააკაშვილის დანიშვნის შესახებ, კიდევ ერთხელ აფასებს.

 

ეს არის დიდი შეცდომა, რომელიც დაუშვა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სააკაშვილის კანდიდატურის შერჩევისას. უკრაინის რადაში არიან გამოცდილი პოლიტიკოსები და მშვენივრად იციან სააკაშვილის აქაური კრიმინალური წარსულიც და იქ დაშვებული არაერთი შეცდომაც. აქედან გამომდინარე, ხალხის მიერ არჩეული რადა, უფრო შორსმჭვრეტელი აღმოჩნდა, ვიდრე პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაცია. უკრაინის პარლამენტმა არ დაამტკიცა ის ვიცე-პრემიერად. როგორც ვვარაუდობდით, ეს უკვე აისახა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე, ის ოდნავ გაცივდება, მაგრამ საბოლოოდ არ გაწყდება. გამოიწვიეს საქართველოს ელჩი, თუმცა კიევი არ გაიწვევს თავის ელჩს. სააკაშვილი დროებითი თავმჯდომარეა, მისი საქმიანობა განწირულია წარუმატებლობისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner