logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: მურმან დუმბაძე ხელისუფლების რევოლუციის გზით დამხობის მოწოდებით გვევლინება
- +

14 მაისი. 2020. 16:25

 

 

„მავნებელ-რადიკალთა ავი ზრახვები შიზოფრენიიდან უკვე კრიმინალთა სახიფათო ქმედებებში გადადი - ლუსტრაცია გრძელდება“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში მურმან დუმბაძეს ეხმიანება, რომელმაც განაცხადა, რომ ნებისმიერი გზით აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას, ეს იქნება არჩევნები თუ რევოლუცია.

 

ნიკოლეიშვილის თქმით, ცუდი არ იქნება, შესაბამისი სტრუქტურებიც თუ დაინტერესდებიან ამ სახის  გამოხდომებით.

 

„გრძელდება ლუსტრაცია: მავნებელ-რადიკალთა ავი ზრახვები შიზოფრენიიდან უკვე კრიმინალთა სახიფათო ქმედებებში გადადის. არის ასეთი მურმან დუმბაძე, რომელიც აშკარად ვერ მალავს თავის რადიკალურ განწყობებს და ხელისუფლების რევოლუციის გზით დამხობის მოწოდებით გვევლინება. აქამდე ეს „პოლიტიკოსი“ ძირითადად სხვადასხვა პარტიაში ხეტიალითა და შამანურ-ჯადოქრულ-ჭინკური გამონათქვამებით იყო ცნობილი. ახლა უკვე, მასში მაინც დესტრუქციამ და კრიმინალმა სძლია და ქვეყანაში არეულობის მოწყობის დაუოკებელი ჟინით უნდა შემდგომში ხელის მოთბობა. ცუდი არ იქნება, შესაბამისი სტრუქტურებიც თუ დაინტერესდებიან ამ სახის  გამოხდომებით“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner