logo_geo
eng_logo
მანჩო გიორგობიანი: ტყუილად ბრაზდებით პაატა იმნაძეზე... ვინც ოდნავ აზროვნებს, მიხვდება...
- +

14 მაისი. 2020. 21:35

 

 

 მანჩო გიორგობიანი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ პაატა იმნაძის რეკომენდაციები საზოგადოებამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

 

მესმის, რთულია, მაგრამ როდესაც სამეზობლოებში ჯერ კიდევ მძვინვარბს კორონა-ვირუსი, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მოვიქცეთ! თავსაც გავუფრთხილდეთ და უფრო მეტად სხვებს -დაუცველ ჯგუფებს

 

ტყუილად ბრაზდებით პაატა იმნაძეზე ... ეს კაცი ამბობს სიმართლეს! ვინც ოდნავ აზროვნებს, მიხვდება...“- წერს გიორგობიანი.

 

 

კორონავირუსი არსად არ წასულა, ვირუსი რჩება ჩვენს გვერდით და მისი შემობრუნება საკმაოდ რეალურია. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ სიფრთხილის ყველა ღონისძიება. საბრძოლველად გვაქვს ორი ძირითადი რამ, პირველი, ეს არის სოციალური დისტანცირება და დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება.

სამწუხაროდ, ინფორმაცია მომივიდა, რომ ადამიანებმა ჩათვალეს კორონა აღარ არის. ეს ასე არაა. კორონა რჩება.

კორონავირუსთან პირველი ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ ომი ჯერ არ დამთავრებულა. ომი გრძელდება“- განაცხადა იმნაძემ

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner