logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: დაე, აწი იჭყიპინონ ამ ორმა ავაზაკმა... დიახ, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს!
- +

15 მაისი. 2020. 20:38

 

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბოლოს მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს. აბაშიძის თქმით, უგულავასა და ოქრუაშვილის შეწყალება შესაძლოა ბევრისთვის გაურკვეველი. მაგრამ ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იყო.

 

დიახ, ამ ხელისუფლების პირობებში საქართველოს პოლიტპატიმრები არ ჰყავს. სამაგიეროდ, ჰყავს ავაზაკების გამო ქვეყნის იმიჯისა და პრესტიჟის დამაზიანებელი ბოროტი ძალები - ნაციონალური მოძრაობა და მისი პოლიტიკური მარიონეტები.

 

პრეზიდენტის მიერ ორი სამარცხვინო ავაზაკის უგულავასა და ოქრუაშვილის მოულოდნელი შეწყალებით, საქართველოს იმიჯის მიზანმიმართული დაზიანების რისკები მინიმუმამდე დავიდა.

 

ბევრი გააკრიტიკებს ზურაბიშვილს, ბევრს "ქართული ოცნების" უკან დახევა ეგონება. მე ასე არ ვუყურებ.

ეს არაორდინალური და რთული გადაწყვეტილება იყო.

 

დაე, აწი იჭყიპინონ ამ ორმა ავაზაკმა და სხვა მავნებლებმა მავნებელ ტელეარხებზე.

სახელმწიფო წინ მიიწევს, ეპიდემიაა დასამარცხებელი, საარჩევნო კოდექსია შესაცვლელი, ქვეყანაა ასაღორძინებელი.“- წერს აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner