logo_geo
eng_logo
გია გაბრიჩიძე: ახლა ყველაზე სწორი სვლა ლევან მამალაძისთვის საქართველოში დაბრუნების საშუალების მიცემა იქნება!
- +

16 მაისი. 2020. 20:54

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

ახლა ხელისუფლების მხრიდან ყველაზე სწორი სვლა ნაცების მიერ პოლიტდევნილად ქცეული ხალხის და კონკრეტულად ლევან მამალაძისთვის საქართველოში დაბრუნების საშუალების მიცემა იქნება.

 

მე ზუსტად არ ვიცი მისი საქმის ნიუანსები და არც ის, თუ ტექნიკურად როგორ შეიძლება მისი განხორციელება, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ნაბიჯით ხელისუფლება როგორც მორალური, ასევე სამართლებლივი თვალსაზრისით საკმაოდ სერიოზულ დარტყმას მიაყენებს როგორც კორონაცებს, ასევე იმ ლობისტებს, რომლებიც არ ისვენებენ და ცდილობენ "საკონტროლო გასროლის" განხორციელებას (მაგ: წერილი ყველა საერთაშორისო ინსტანციაში გამტყუნებული "ფრონტერას" შესახებ).

 

 

ეს ნაბიჯი ნამდვილად არ არის არც რევანში და არც რაიმე სახით თავის მართლება. ეს იქნება ქართული სახელმწიფოს მიერ რეალური სამართლიანობის აღდგენა.“

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner