logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: არაკეთილსინდისიერებისთვის "ფრონტერა" ლონდონის ბირჟიდან გააძევეს
- +

16 მაისი. 2020. 21:22

 

 

"კომპანია "ფრონტერა" საქართველოში უკვე 20 წელია ოპერირებს. ეს კომპანია ხან 3 ტრილიონ კუბურ მეტრ გაზს აღმოაჩენდა ხოლმე და ხანაც კუვეიტზე მეტ ნავთობს. მრავალი ასეთი არაკეთილსინდისიერებისთვის ის ლონდონის ბირჟიდან იქნა გაძევებული", - ამის შესახებ ექსპერტი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, ეს კომპანია საქართველოს 3.5 მილიარდ დოლარს ედავებოდა.

 

"ალბათ, ძნელი არ არის იმის წარმოდგენა, თუ რა დღეში აღმოჩნდებოდა ქვეყანა ამ დავის წაგების შემთხვევაში. ყველაზე საოცარი ჩემთვის ის იყო, თუ როგორ გულშემატკივრობდა "ფრონტერას" კოლონიალური აგენტურა, საკუთარ თავს რომ პოლიტიკურ პარტიებს უძახის და მომხრეებიც რომ ჰყავს სასარგებლო იდიოტების სახით. არანაკლებ გასაკვირი და აღმაშფოთებელი იყო ხელისუფლების შეშინებული დუმილი და უუნარობა, რომ ქვეყნის ინტერესები დაეცვა საზღვარგარეთ. არადა, ამ ჩირგვში ჯდომის პოლიტიკას უმძიმესი შედეგები მოაქვს. გავლენიანმა რესპუბლიკელმა ტეხასელმა სენატორმა ტედ კრუზმა სამ კოლეგასთან ერთად სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს მოუწოდა გამოიძიოს საქართველოს მთავრობის მოქმედებები ამერიკული ინტერესების წინააღმდეგ და მისი კავშირები რუსეთთან და ირანთან", - წერს ექსპერტი.

 

მისივე თქმით, ეს ყველაფერი "რეჟიმის ცვლის" კლასიკური სცენარია.

 

"ეს კი უკვე "შავი ნიშანია". შეგახსენებთ, რომ კომპანია "ფრონტერა" ტეხასშია რეგისტრირებული, ხოლო ტეხასი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი შტატია. დაუკავშირეთ ეს მოვლენები წერილების სერიას და ფართოდ დახუჭულ თვალებს, რომლითაც საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს "აკვირდებიან", შემდგომი მოქმედებების პროგნოზირება ნამდვილად არ არის ძნელი. ეს ყველაფერი "რეჟიმის ცვლის" კლასიკური სცენარია. ტექნოლოგიას და მიზნებს აქ არ შევეხები. და ამ ცივსისხლიან ცინიკოსებს საერთოდ არ აინტერესებთ, რომ მათი პროტეჟეები ხალხში მყარად ჩამოყალიბებულ ალერგიულ რეაქციებს იწვევენ. "კოლონიები არ წყვეტენ კოლონიებად ყოფნას იმის გამო, რომ მათ დამოუკიდებლობა მოიპოვეს". ჭკვიანი კაცი იყო ბენჯამენ დიზრაელი, კარგად იცოდა, რასაც ამბობდა", - წერს სოსო მანჯავიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner