logo_geo
eng_logo
დათო ოქიტაშვილი: მათი დემოკრატია -დემონოკრატიაა, არ დავკარგავთ ჩვენს ედემს, ბილწს ზავით არ შევეკვრებით
- +

18 მაისი. 2020. 21:23

 

 

კულტურის პალატის პრეზიდენტი დათო ოქტაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

 

იუდა ჟამს ეძიებდა და ეს ჟამიც დადგა, ნაციონალური მოძრაობადა მისი სატელიტები ისევ მოადგნენ ჩვენს ქვეყანას , ისევ განსაცდელს უმზადებენ. ლოიალურ-დემოკრატიული ნიღაბით ისე შიშს იწვევენ ადამიანებში, მაგრამ ქართველ ხალხს მოკლე მახსოვრობა არ აქვს.

 

მათი დემოკრატია -დემონოკრატიაა, მათი დაპირება -მხოლოდ ლამაზად შეფუთული სიტყვებია, წარღვნად რომ მოვარდება ჩვენს ქვეყანაზე გონს მოდით ბატონებო, არ მისცეთ საჯიჯგნად ჩვენი ერი ამ სვავებს, თორემ ხალხი თვითონ გასცემს პასუხს, ვერ აიტანს ამდენ ღალატს , თმენის ვალდებულებასაც აქვს თავისი ზღვარი....

 

ყვარყვარე სულ ეძებს აღმასვლას, მაგრამ ქართველი ხალხი აღარაა ყვარყვარეს საზოგადოება ..ქართველი ხალხი , არ მივცემთ გუშინდელ კრიმინალებს, გმირის სამოსში ჩაცმულთ, ცხვრის ტყავში გახვეულ მგლებს იმის საშუალებას, რომ ისევ მოფინონ ღვარძლი და ბოროტება ჩვენს ქვეყანას, არ დავკარგავთ ჩვენს ედემს, ბილწს ზავით არ შევეკვრებით, არც პოლიტპატიმრების გარჩევა გვიკვირს. ისინი გვახსოვს-ზვიად გამსაზურდია და მერაბ კოსტავა, სირცხვილია მათ გვერდით საეთოდ ვინმეს ხსენება. ესეც გაივლის. ყველაფერი კარგად იქნება ჩემო ერთგულო ხალხო.“

 

P:S “ადამიანს აქვს შუბლის ძარღვი, ის რომ გაუწყდება მერე “იოლია” ძალიან ცხოვრება”. წერტილი.“- წერს ოქიტაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner