logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: შალიკოს ფანჩატურში სტოკჰოლმის სინდრომიანი მსხვერპლნი და მათი ყოფილი ჯალათები ყოველდღიურად ჭუკჭუკებენ საარჩევნო სისტემაზე
- +

18 მაისი. 2020. 22:31

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

როგორი პოლიტიკური ოქსიმორონული [გონებამახვილური სისულელე] სიტუაციის მომსწრენი ვართ. შალიკოს ფანჩატურში სტოკჰოლმის სინდრომიანი მსხვერპლნი და მათი ყოფილი ჯალათები ყოველდღიურად ჭუკჭუკებენ საარჩევნო სისტემაზე.

 

გავა წლები, დაიწერება პოლიტიკური მეცნიერების არაერთი კვლევა. და შეკითხვაზე თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ცვლილებებს ნაცმოძრაობამ და მის ჩრდილში მყოფმა ერთკაციანმა, უსახელო პარტიებმა, პასუხი იქნება: ვერელი "ბოროტების საძმოს" წევრის, გასულ საუკუნეში, ამერიკიდან ექსტრადირებული ავაზაკი ჟორიკა რურუას "პოლიტპატიმრობის" გამო. ძალიან რთული იქნება ამ მიზეზის ლოგიკური ახსნა.

 

იმისათვის, რომ 120/30 სისტემა დამტკიცდეს, საჭიროა სამჯერ 113 ხმა. კორონაცკლასტერის გარდა ხმათა რესურსი არის. ვნახავთ არიან თუ არა მმართველი პარტიიდან წასულები კონსტრუქციულად განწყობილნი თუ სულიერად შალიკოს ფანჩატურში მყოფნი.

 

კონსტიტუციური ცვლილების ჩავარდნის შემთხვევაში დარჩება არსებული - 73/77, 3%-იანი ბარიერით, რაც აბსოლუტურად ლეგიტიმური სისტემაა და არავინ მოგატყუოთ, რომ ეს ასე არაა. როგორც ჯუნიორ ვაშაძე არაა ვირუსოლოგი, ისევა არსებული სისტემა არალეგიტიმური.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner