logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: ამ ერისკაცის - გურამ შარაძის სისხლი ასაღებია!
- +

20 მაისი. 2020. 14:56

 

 

ჟურნალისტი ზაზა დავითაია სოციალურ ქსელში, აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობის შესახებ წერს:

 

 

„გურამ შარაძის მკვლელობიდან 13 წელი გავიდა. მკვლელები დაუსჯელები არიან!

 

 

ხელისუფლებავ!

 

 

სამართლიანობა ხომ არ აღადგინეთ...

 

 

სანაცვლოდ, კოაბიტაცია ხომ შემოიღეთ და დაგვცინეთ...

 

 

ჯალათების მაგივრად, მართლმადიდებლებს ხომ დაერიეთ...

 

 

კრიმინალებს და მკვლელებს უმცირესი სასჯელი ხომ აკმარეთ და ამასაც არ ახდევინებთ, დასავლეთის ფაშისტური ძალების მითითებით ხომ ათავისუფლებთ და იწყალებთ...

 

 

გურამ შარაძის მკვლელ ნაცებს ხომ, ყველაფერს პატიობთ, ხოლო გურამ შარაძის მომხრე ეროვნულებს მცირე ადმინისტრაციულ გადაცდომაზეც უმკაცრესად სჯით...

 

 

ჰოდა, რადგან ხელისუფლება ხალხთან არ დადგას და კანონი მხოლოდ კრიმინალებს და უზნეოებს იცავს, რადგან სხვაგვარად სიმართლე ვერ ზეიმობს,

 

ვაცხადებ:

 

 

ამ ერისკაცის - გურამ შარაძის სისხლი ასაღებია!

 

 

ზვიად გამსახურდიას სისხლი ასაღებია!

 

 

შევარდნაძე-სააკაშვილის რეჟიმების მიერ მოკლული მამულიშვილების სისხლი ასაღებია!

 

 

იხარე, ერო, მოკვდი, მტერო! - წერს ზაზა დავითაია

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner