logo_geo
eng_logo
იოსებ ჭუმბურიძე: ბერძენიშვილი პოლიტიკაშიც და ლიტერატურაშიც მედროვეა
- +

21 მაისი. 2020. 15:09

 

 

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

 

 

„წუხელ შალვა რამიშვილმა, თავის გადაცემაში,  ჩემი პოსტი თავიდან ბოლომდე ჩაიკითხა.

 

 

მანამდე, აქ,  ბაჩო ოდიშარია  დამიმეგობრდა.

 

 

გასაგებია, რომ თანამოაზრედ ჩამთვალეს.

 

 

ასეც არის.

 

 

თუმცა, რომ იცოდნენ, წინა პოსტებში მათაც რომ ვაკრიტიკებდი, შესაძლოა, დამეგობრების სურვილი არც გასჩენოდათ.

 

 

რატომ ვაკრიტიკებდი?

 

 

ქართული ენის მიმართ უდიერი დამოკიდებულების გამო!

 

 

რა „ქართული" ისმის მათი ეკრანიდან?!

 

 

„ვაფშე", „პროსტა" და უარესები.

 

 

ბაჩოს და გურის ეს ნაკლებად ეხებათ, მაგრამ მათაც იშვიათად არ წამოსცდებათ ხოლმე.

 

 

***

 

 

რაც შეეხება ბერძენიშვილს, ახლა ბაჩოს უნდა მივმართო:

 

 

ბერძენიშვილის მთელი პოლიტიკური თუ ლიტერატურული „შემოქმედება" სწორედ ორიგინალური აზრებითაა სავსე.

 

 

ორიგინალურობა მისი უზენაესი თვითმიზანია.

 

 

ნოე ჟორდანიასა და ფილიპე მახარაძის შემდეგ, განა ვინმეს წარმოუთქვამს უფრო ორიგინალური აზრი: „ილია ჭავჭავაძე? - ასეთ მწერალს არ ვიცნობ."

 

 

სხვათა შორის, ყველაფერი რომ დავუვიწყო თამაზ წივწივაძეს, ამას ვერ დავუკარგავ: მივიდა შევარდნაძესთან და ასეთი გადაწყვეტილება მიაღებინა: ეროვნულ ბიბლიოთეკას ილია ჭავჭავაძის სახელი მიანიჭეს.

 

 

წივწივაძემაც და შევარდნაძემაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს ბერძენიშვილისთვის(ხსენებული ბიბლიოთეკის იმჟამინდელი დირექტორისთვის) ყველაზე დიდი სასჯელი იქნებოდა.

 

 

***

 

 

უნდა აღინიშნოს, რომ ბერძენიშვილი პოლიტიკაშიც და ლიტერატურაშიც მედროვეა:

 

 

დასჭირდება, გალანძღავს სააკაშვილს, დასჭირდება და შეაქებს;

 

 

დასჭირდება, გალანძღავს ვაჟა - ფშაველას, დასჭირდება და შეაქებს.  

 

 

***

 

 

უბედურება ისაა, რომ მის მედროვეობას ჯერ კიდევ დიდი გასავალი აქვს საზოგადოებაში, განსაკუთრებით - სტუდენტობაში.

 

 

უნდა ვაღიაროთ, რომ ამას განაპირობებს მისი ნაკითხობა, რომელიც გა- ნათლ - ებულობაში ვერა და ვერ გადაზრდილა.

 

 

მის ნაკითხობას ნათელი არ ახლავს.

 

 

მართალია, ზოგიერთები მიმტკიცებენ, რომ მისი ცოდნა, ძირითადად, უცხოურ(რუსულ და ინგლისურ) ვიკიპედიებს ემყარება, მაგრამ ფაქტია, რომ უამრავი ლიტერატურული ნაწარმოების შინაარსი იცის. სამაგიეროდ, მთელი მისი ანალიტიკა აკაკი გაწერელიას ერთ ფრაზას ვერ გაუტოლდება.

 

 

ბაჩოც უთუოდ ამას გულისხმობდა, გურის რომ მიმართავდა, მისი ერთი ორიგინალური აზრი მითხარიო.

 

 

***

 

 

ყველაზე მეტად კი ეს მიკვირს:

 

 

როგორ უყურებს თვალებში სტუდენტებს კაცი, რომელიც რამდენიმე წლის წინათ ამბობდა: „თითოეული ადამიანი, რომელიც  ნაციონალურ მოძრაობას ხმას მისცემს, არის ჯალათი."

 

 

დღეს კი ნაციონალური მოძრაობის გვერდით დგას.

 

 

მეტიც, ციხიდან გამოსული ერთ - ერთი მთავარი ჯალათი ვანო მერაბიშვილი ამბობს, პირველი, ვისაც დავურეკე, ლევან ბერძენიშვილი იყოო..

 

 

რა აქვთ საერთო?!

 

 

ვეჭვობ, რომ ნაკითხობა...

 

 

***

 

 

და ყველაზე დიდი უბედურება:

 

 

ვაი, რომ მთავარი დამნაშავე  აქ ფულია.

 

 

ფული - შიგნიდან.

 

 

ფული - გარედან.

 

 

გარედან - უფრო მეტი,“ - წერს იოსებ ჭუმბურიძე

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner