logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ნებისმიერი ცილისწამება, რომელსაც ავტორი ვერ დაადასტურებს, უნდა დაისაჯოს უმკაცრესად
- +

22 მაისი. 2020. 12:25

 

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

 

“არჩევნებზე წასვლა უნდა იყოს სავალდებულო (ამით თითქმის ნულამდე დავა ნებისმიერი ადამიანის მოსყიდვის მცდელობაც კი).

 

 

საქართველოს მოქალაქეზე არ უნდა გაიცეს არც პირადობის და არც მართვის მოწმობები თუ ის ვერ ჩააბარებს გამოცდებს ქართულში (მინიმალური უნდა იცოდეს, წერა, კითხვა და საუბარი) .

 

 

საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელიც შედის პარტიული სიით და შიგნით ტოვებს პარტიას, მან უნდა დატოვოს პარლამენტის მანდატიც. (საკანონმდებლო დონეზე რომ იყოს აღნიშნული დარეგულირებული).

 

 

მაჟორიტარს უნდა ჰქონდეს ვალდებულება ამომრჩევლის წინაშე და მან ყოველ წელს უნდა ჩააბაროს ამომრჩეველს ანგარიში და თუ იმედები ვერ გაამართლა, მაშინ უნდა მოხდეს მისი გამოწვევა და სხვა დეპუტატის არჩევა (ამის შემდეგ, ვერავინ გაბედავს იმას რაც ახლა ხდება - ავირჩევთ მაჟორიტარად და 4 წელი თვალით ვერ ვხედავთ).

 

 

ნებისმიერი ცილისწამება, რომელსაც ავტორი ვერ დაადასტურებს, უნდა დაისაჯოს უმკაცრესად, გარდა იმისა რომ მას შეიძლება შეეფარდოს ციხე ან ძალიან დიდი ფულადი ჯარიმა, მას უნდა აეკრძალოს მინიმუმ 10 წელი იმ სპეციალობით დასაქმება, რა სპეციალობითაც მოხდა მისი მხრიდან დეზინფორმირება საზოგადოების (ჟურნალისტს ჟურნალისტობა, ეკონომისტს ეკონომისტობა, იურისტს ადვოკატობა, ექიმს მედ პერსონალად მუშაობა და ა.შ).

 

 

ნელ - ნელა შევეცდები მოკლედ ჩამოვთვალო ის ცვლილებები, რაც მე პირადად ძალიან მინდა რომ მოხდეს და შევეცდები აღნიშნული თემების შეცვლასაც,“ - წერს ირაკლი ლატარია

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner