logo_geo
eng_logo
ირმა ინაშვილი: უწესობად მიმაჩნია ადამიანების პირადი, ოჯახურ ცხოვრების საჯარო რევიზია
- +

25 მაისი. 2020. 02:36

 

 

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

 

არ ჩათვალოთ, რომ კონკრეტულ ისტორიაზე ვწერ, ზოგადად ვხედავ, რომ საზოგადოების ნაწილს პროფესიად ექცა სხვა ადამიანების ცხოვრებით ცხოვრება.

 

მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ არსებობს საჯარო ინტერესი, მაინც უწესობად მიმაჩნია ადამიანების პირადი, ოჯახურ ცხოვრების საჯარო რევიზია. მაშინაც კი, თუ წყვილი (ან რომელიმე მათგანი) საჯაროდ იწყებს საუბარს პირად საკითხებზე, მე ვთვლი, რომ ეს მათი საქმეა, მხოლოდ მათი.

 

ოჯახური ცხოვრება, პირადი ცხოვრება ადამიანისთვის ძალზედ სათუთი თემაა და სულ მიკვირს იმ ხალხის, ვინც მოწოდებულია იფილოსოფოსოს სხვების განცდებზე, შეცდომებზე, დაცემაზე, თუ აღმაფრენაზე.

 

ვინაა ისეთი იდეალური, რომ სხვების პირადი, კერძო შეცდომების საჯარო კრიტიკის უფლება აქვს? კი, ბატონო, ბევრი წმინდანია ასეთი, მაგრამ განა რომელიმე კრიტიკოსი წმინდანია?

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner