logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ძვირფასო თანამემამულეებო, გილოცავთ დიასპორის დღეს!
- +

27 მაისი. 2020. 19:14

 

 

 

დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე რატი ბრეგაძე უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს სოციალური ქსელით დიასპორის დღეს ულოცავს.

 

„ძვირფასო თანამემამულეებო, გილოცავთ დიასპორის დღეს. ფასდაუდებელია თქვენს მიერ საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილი. ჩემი გული კი ყოველთვის თქვენთანაა და მჯერა, რომ ის სიყვარული, რომელიც თითოეულ თქვენთაგანს სამშობლოს მიმართ აქვს, აუცილებლად ბევრ სიკეთეს მოიტანს.

 

მინდა, მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო ყველა თანამშრომელს, რომლებიც გულითა და გონებით აკეთებდნენ ამ კეთილ საქმეებს.

 

დიასპორასთან ურთიერთობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და შემდგომში საგარეო საქმეთა სამინისტროში გატარებული 2 წელი დატვირთული იყო უამრავი ემოციითა და ახალი პროექტებით. ბედნიერი ვარ, რომ ისინი გრძელდება და ახალ მასშტაბებს იძენს.

 

განსაკუთრებული სიხარულის საფუძველს მაძლევს ის საკონსტიტუციო ჩანაწერი, რომელიც ერთობლივი ძალისხმევით ქვეყნის უზენაეს კანონში განვათავსეთ:

 

„სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე“.

 

გისურვებთ თქვენს ოჯახებთან ერთად ყოველივე საუკეთესოს!

 

P.S. ეს ბავშვები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ და ქართულის სასწავლებლად ძალ-ღონეს არ იშურებენ, საქართველოს უკეთესი მომავლის შექმნაში თავიანთ ღირსეულ სიტყვას იტყვიან“, - წერს რატი ბრეგაძე.

 

 



 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner