logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: ღმერთო, დალოცე და უშველე ჩვენს მეგობარ ამერიკას!
- +

2 ივნისი. 2020. 14:22

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში აშშ-ში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

 

 

„ვუყურებთ ამერიკაში, საერთაშორისო ასპარეზზე განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს და ძალიან არ მინდა ჩავეწერო შეთქმულების თეორეტიკოსთა რიგებში. ამდენი რამ ემთხვევა ასე ქრონოლოგიურად პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ დღიდან ოვალურ კაბინეტში მოსვლისა. ამერიკის პრეზიდენტს ამდენი გამოწვევის კასკადი ჯერ არ ჰქონია.

 

 

– რუსეთუმე! აღმოჩნდა ბლეფი;

 

 

– უშიშროების საბჭოს მდივანი ჯაშუშია! აღმოჩნდა, რომ FBI -სა და სხვა სპეცსამსახურებში არაერთი მტერია.”ობამაგეიტი” ჯერ კიდევ წინაა. როცა ვინ, ვის რა დაავალა ‘სენსიტიური’ ‘ქეისების’ შეთითხვნაში, ჯერ კიდევ საფუძვლიანად გასარკვევია.

 

 

– COVID-19, როცა მაღალი ალბათობით, ჩინეთმა წინასწარ არ გააფრთხილა მსოფლიო და დაუდასტურებელი ეჭვებით ამაში ჯანმო-ც ჩაითრია.

 

 

– ცეცხლში გახვეული ამერიკის ათეულობით ქალაქი, როცა შავკანიანთა უფლების დაცვა რეალურად არ ხდება, უფრო შიგნით წაქეზებული დესტრუქცია + რუსეთი და ჩინეთი [ამას ამერიკელი, ევროპელი და ბრიტანელი ანალიტიკოსები პირდაპირ ასახელებენ].

 

 

– თეთრ სახლზე თავდასხმის მცდელობები, როცა პრეზიდენტი და ოჯახი ბუნკერში იყო გარეთ მოპარპაშე ბანდიტების გამო.

 

 

– ‘დემოკრატების’ სატელიტი ანტიფაშისტური ‘ანტიფას’ ტერორისტებად გამოცხადება;

 

 

– რამდენიმე უნიათო ‘დემოკრატი’ გუბერნატორისა და მერების ჩლუნგებად გამოცხადება ქუჩის ბანდიტებთან ბრძოლაში წაგებისათვის. ეროვნული გვარდია დროზე ვერ გამოიძახეს.

 

 

– საარჩევნო კამპანიის ფაქტობრივი ჩაშლა.

 

 

– სიძულვილის ენისა და პოლარიზაციის არნახული მასშტაბი.

 

 

ამასთან, ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში [ხელისუფლება და საპარლამენტო ოპოზიცია] ტოტალური სიჩუმე, დაბნეულობა და მხოლოდ საერთაშორისო სპეციალისტებსა და ექსპერტებზე საჯარო ‘ალავერდის’ გადაცემა.

 

 

ღმერთო, დალოცე და უშველე ამერიკას, ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარს!“ – წერს გია აბაშიძე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner