logo_geo
eng_logo
დიმიტრი ლორთქიფანიძე: ვინმეს მოუტრიალდება ენა, თქვას, რომ მათ შორის რომელიმე პოლიტპატიმარია?
- +

3 ივნისი. 2020. 10:31

 

 

„საერთოდ, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა 26 მაისის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ვინც დღეს გიგი უგულავას თავისუფლების მცველია, შევახსენებ, რომ 26 მაისი არის გიგი უგულავას და თბილისის მუნიციპალიტეტის კისერზე. მთავარი პასუხისმგებელი პირი, ვისაც საკუთარ თავზე როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა აეღო, თბილისის მერი გიგი უგულავა იყო, რომელმაც საგულდაგულოდ ჩაგმანა გზები და არც ერთი გზიდან გასასვლელი ხალხს არ მისცა, რასაც 700 ადამიანის მძევლად აყვანა, 3 ადამიანის სიკვდილი და ათეულობით ადამიანის დასახიჩრება მოჰყვა. გიგი უგულავა ამ დანაშაულებისთვის არ დასჯილა. საერთოდ, სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა 26 მაისის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. 48 მილიონის გაფლანგვა არის დანაშაულებრივი სინდიკატის მიერ ჩადენილი დანაშაულის მხოლოდ ძალიან პატარა დეტალი. შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერიას წინააღმდეგ საქმე აღიძრა ლობისტური საქმიანობისთვის, ბიუჯეტიდან თანხების არამართლზომიერ ხარჯვასთან დაკავშირებით, საქმე აღიძრა და არ აღსრულდა. დავით ბაქრაძის წინააღმდეგ საქმე აღიძრა იმის გამო, რომ 375 ათასი ფუნტი სტერლინგი არ აღმოჩნდა მის მიერ დეკლარირებული ბანკში, რომელიც ლონდონში ჰქონია განთავსებული. გიორგი ვაშაძეს 11 ათასი ყალბი პირადობის მოწმობა ჰქონდა დაბეჭდილი მარტო აჭარის რეგიონში, როდესაც აჭარის სუს-ის ყოფილი უფროსი, პატარაძე დაიჭირეს. წაგებული ომის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა კი, წაგებული ომის შემდგომ, მილიარდები იშოვა და ოფშორებში გაიტანა, სწორედ იმ წაგებიდან გამომდინარე, სწორედ იმ გათეთრებული თანხებიდან გამომდინარე, აღიძრა საქმე და საბოლოოდ არ აღსრულდა.

 

ირაკლი ოქრუაშვილმა კი, კერძო სამართლის იურიდიული პირი შექმნა გენერალურ პროკურატურაში იმისთვის, რომ პასუხისგებაში მიცემულ პირებს, გარდა საპროცესო შეთანხმებებით გათვალისწინებული დამატებითი სასჯელებისა, კონტრიბუციები შეეწირათ ამ კერძო სამართლის პირისთვის, რითაც, ფაქტობრივად, რეკეტი დააკანონა საქართველოს სახელმწიფოს სახელით, შემდეგ კი მთელი თანხა საფრანგეთში გაიტანა და იქ არხეინად ცხოვრობდა. ეს ყველაფერი დამოკლეს მახვილივით ჰკიდია ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე და ვინმეს მოუტრიალდება ენა, თქვას, რომ მათ შორის რომელიმე პოლიტპატიმარია?“ - წერს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner