logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: წინ გარდაუვალი, დაუნდობელი ბრძოლა გველის - ან ჩვენ ან ურჯულოები!
- +

3 ივნისი. 2020. 13:20

 

 

“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

 

“ქართულ მარშს”, მის თითოეულ წევრს სრულად აქვს გაცნობიერებული თუ რა რთული გზა აირჩია - “დინების საწინააღმდეგოდ”- დიახ !!! ჩვენი არჩევანია ვიცუროთ დინების საწინააღმდეგოდ, გავიაროთ ეკლიანი, ჯვარცმის გზა, რადგან ის გარდაუვალ აღდგომამდე მიგვიყვანს !!!  

 

 

ბევრ ჩვენთაგანს შეეძლო აერჩია კონფორმიზმის გზა, დარჩენილიყო მინისტრის თანამდებობაზე, ეპოვა კარიერული წინსვლის გზები, ეცხოვრა მდორე ჭაობში და ეცურა დინების მიმართულებით, მაგრამ ჩვენი არჩევანი ჭეშმარიტებაა, ტრადიციული, ეროვნული, სამართლიანი საქართველოა, რომელიც ივლის უფლის გზით და უკუაგდებს გარყვნილ-ურჯულო-ლიბერასტულ ნაგავს !!!

 

 

 “ქართული მარშის” პოლიტიკაში დაბრუნების პირველივე დღიდან საბოლოოდ ნათლად გამოჩნდა თუ როგორ ეშინიათ ქართული გზის, რწმენის გზის, ნამდვილი საქართველოს გზის, ამით აიხსნება თუ რატომ არიან ურჯულოები გიენებივით ჩასაფრებულნი და ეროვნული სულის განადგურების ცხოველური სურვილით შეპყრობილნი !!!

 

 

 ნიშანდობლივია, რომ სრულიად ურჯულოთა ლიბერასტულ კლასტერს გადაავიწყდა “ქართული ოცნება”, ხელისუფლება და შეტევის ყველა ისარი “ქართულ მარშის” წინააღმდეგ მომართა. ვიცოდი, რომ ეშინოდათ, მაგრამ არ ველოდი თუ ასე ეშინოდათ !!!

 

 წინ გარდაუვალი, უკომპრომისო, დაუნდობელი, გადამწყვეტი ბრძოლა გველის - ან ჩვენ ან ურჯულოები !!! უფალი იყოს ჩვენი მფარველი ამ წმინდა ბრძოლაში !!!”- წერს სანდრო ბრეგაძე

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner