logo_geo
eng_logo
დავით ლილუაშვილი: „ნაცების“ ლიდერები ბოდიშებს იხდიან - შეგვინდეთ ხალხო, რაც ცხრა წელი გაწამეთო...
- +

19 ივნისი. 2016. 20:57


კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო და სახალისო სტატუსს აქვეყნებს:


„გუშინ, საღამოს თავი მტკიოდა, წამალი დავლიე და სავარძელში ჩავჯექი...

 

ცოტა ხანში ტელევიზორშიკურიერის" სპეციალური გამოშვება დაიწყო... ვუყურებ, „ნაციონალრი მოძრაობის" ოფისიდან პირდაპირი ჩართვაა, გამოდიან „ნაცების" ლიდერები აცრემლებული თვალებით და ბოდიშებს იხდიან - შეგვინდეთ ხალხო, რაც ცხრა წელი გტანჯეთ და გაწამეთო, მთელი ჩვენი გუნდი პოლიტიკას ვტოვებთ და სამუდამოდ გემშვიდობებითო...

 

ამას მეორე პირდაპირი ჩართვა მოჰყვა,ოპერიდან ბურჭულაძემ გააკეთა შემდეგი განცხადება - ხალხო, მივხვდი ჩემს შეცდომას, გპირდებით დღეიდან, ოპერიდან, გარეთ ცხვირს აღარ გამოვყოფ და მხოლოდ ჩემი პროფესიით ვიქნები დაკავებულიო...  მესამე ჩართვა უკვეგირჩის" თავკაცთან მოხდა, რომელმაც ბრძანა - დღეიდან ჩემი მიზანი ცხოველთა, კერძოდ ციყვისებრთა უფლებების დაცვა იქნებაო... ბოლო ჩართვა კი ვაშაძესთან იყო,იდგა პარლამენტთან კოკისპირულ წვიმაში და კითხულობდა - მე რა ვქნა, მეო?! ბოლოს განაცხადა - ნუ კარგი, ჯანდაბას, მე სოკოს ახალ ჯიშს გამოვიყვანო...

 

ვაშააა... ძლივსსს... გვეშველააა... ვსკანდირებ ხმამაღლა და უცებ ჩემს ყვირილზე არ გამეღვიძა... და ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო?!ტფუუუ!!!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×