logo_geo
eng_logo
სოსო მანჯავიძე: ერთხმად ამტკიცებენ, რომ პრობლემა არ არსებობს!
- +

20 ივნისი. 2016. 00:14


თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ  რეფერენდუმის გამართვის  შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„საინტერესო ტაქტიკა აირჩიეს ლიბერალებმა ოჯახის დეფინიციის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების გამო.

 

ისინი, დაწყებული რესპუბლიკელებით და დამთავრებული ბაია პატარაიათი, ერთხმად ამტკიცებენ, რომ პრობლემა არ არსებობს.

 

თურმე მილიონიანი მარშები ევროპის დედაქალაქებში, ამერიკული დახმარების მიბმა ლგბდ თემატიკაზე მოგვლანდებია.

 

უნდა ითქვას, რომ ასეთი ტაქტიკა ახალი არაა.

 

ეშმაკის მთავარი მიღწევაც ისაა, რომ ადამიანები დაარწმუნა საკუთარ არარსებობაში.

 

მეორე მიზეზიც ნათელი გახდა ხელმოწერების შეგროვებისას. 18-25 წლის ახლაგაზრდების საკმაოდ დიდი რაოდენობა ვერ ხედავს პრობლემას ერთნაირსქესიანთა ქორწინების გამო.

 

ესეც მათი გამხრწნელი პროპაგანდის შედეგი.

ფიქრობენ, რომ მალე მთელ საზოგადოებას "აღზრდიან" ასე.

სწორედ ამიტომაც აიქაფეს პირი და ცდილობენ რამენაირად დაბლოკონ რეფერენდუმი, ვინაიდან ამით ჩვენ ასეთი ძალისხმევით გაღებულ „ოვერტონის ფანჯარას"  ზედ ცხვირწინ მივუხურავთ.

 

თანაც, რეფერენდუმი პრეცენდეტული იქნება, ეს ქვეყნის სუვერენიტეტის ხარისხს ზრდის, რაც მიუღებელია მათთვის.

 

საბედნიეროდ, ეს კარგად ესმის საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, ზოგიერთი "ბრძენთაბრძენის" გამოკლებით, ყველგან და ყველაფერში უარყოფითს რომ ეძებენ.

 

ძალიან ბევრი ადამიანი უკვე აქტიურად არის ჩართული ხელმოწერების შეგროვებაში.

 

ყველას დიდ მადლობა მინდა ვუთხრა. ღმერთი შგვეწევა მართალ საქმეში, თუ ჩვენ არ დავიზარებთ მართალი საქმის კეთებას."- წერს მანჯავიძე.



საინციატივო ჯგუფი იწყებს ხელმოწერების შეგროვებას, რათა სარეფენდუმოდ მომზადდეს საკითხი შემდეგი ფორმულირებით: გსურთ თუ არა, რომ ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინება დაშვებულ იქნას საქართველოში".


საკითხი რეფერენდუმზე რომ გავიდეს, 200000 ხელმოწერაა საჭირო.


ალბათ ამ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანია - არა! ვისაც სურს, მონაწილეობა მიიღოს ხელმოწერების შეგროვებაში, მიმართეთ ბატონებს - ბადრი კვირიკაშვილსა და ზურაბ თოლორაიას", - წერია საინიციატივო ჯგუფის მიმართვაში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×