logo_geo
eng_logo
პაატა ქურდაძე: „სპრავედლივი“ და „კაი ბიჭი“ თუ ხარ ძმაო, ამ საქმეს თავი დაანებე...
- +

20 ივნისი. 2016. 02:13


პუბლიცისტი პაატა ქურდაძე ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ოპერატორსა და მოქალაქეს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას აფასებს:


„მოკლედ ჟურნალისტები და ორსული ქალები უნდა გავათანაბროთ...

 

შეურაცხყოფა არავისი არ შეიძლება, მაგრამ , ჩვენში რომ დარჩეს -ოპერატორს რომ ვიღაც იდიოტი შეაგინებს, ის კამერას დააგდებს და საჩხუბრად გაიქცევა, იმას ოპერატორი რომ არ ქვია ეს თუ იცით?  ღმერთმა დაიფაროს ასეთი კამერისმოყვარული სადმე ცხელ წერტილში მოხვდეს, თორემ იქ აგინებენ კი არა თავის ქალას ახდიან ტყვიით.

 

"სპრავედლივი" და "კაი ბიჭი" თუ ხარ ძმაო ამ საქმეს თავი დაანებე, თორემ ერთხელაც, ისეთ ადგილზე მოხვდები კამერით და შტატივით სადაც არც პოლიცია იქნება, არც მედია ექსპერტები და არც ქარტია...  იქ მიხვდები რომ პროფესიონალი კამერის- კაცის ერთერთი მთავარი თვისება რკინის ნერვებია და სანამ ამას არ გამოიმუშავებ "კამერა-ბავშვად" დარჩები და დილის ოთხ საათზე რეგისტრაციის რიგში მდგომ ჩიორაზე უკეთესს ვერაფერს გადაიღებ ცხოვრებაში..."- წერს ქურდაძე. 

 

 

შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცემის ფაქტზე ერთი პირი გამოავლინეს.


2016 წლის 19 ივნისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის გადამღებმა ჯგუფმა პროფესიული საქმიანობა დაასრულა, აღნიშნული ტელეკომპანიის ოპერატორ გიორგ ც.-ს მოქალაქე ალექსანდრე ს.-მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და შემთხვევის ადგილს გაეცალა. გამოძიებით დადგინდა, რომ მას გიორგი ც. დაედევნა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მათ შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო.


კონფლიქტის ადგილზე ამ დროს იმყოფებოდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი და საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი. ამ უკანასკნელის განცხადებით, როდესაც იგი მობილური ტელეფონით ცდილობდა კონფლიქტის გადაღებას, ალექსანდრე ს.-ს თანმხლებმა ქალბატონმა თამარ ლ.-მ, პროტესტის ნიშნად, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პარლამენტარმა სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა.


სამართალდამცველებმა ცემის ფაქტზე 1970 წელს დაბადებული თამარ ლ. გამოავლინეს. რაც შეეხება გიორგი ც.-ს და ალექსანდრე ს.-ს, ორივე პირი გამოკითხულია და წინასწარი მონაცემებით, მათ ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ.


აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 125-ე მუხლით (ცემა) მიმდინარეობს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×