logo_geo
eng_logo
არმირან სალუქვაძე: ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონიალი ზედმეტად თეატრალიზებული მეჩვენება
- +

6 ივნისი. 2020. 13:41

 

 

ანალიტიკოსი არმირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

 

„ამ დღეებში ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის ცერემონიალი აშშ-ს სამ ქალაქში ტარდება. სიმართლე გითხრათ, ზედმეტად თეატრალიზებული მეჩვენება. ზოგიერთი პოლიტიკოსის მდუღარე ცრემლები გულრწფელია თუ მასებზე გათვლილი, უფალმა განსაჯოს.

 

 

რამდენიმე აქცენტი.

 

 

დღეისათვის დაკავებულია საპროტესტო აქციების 10 ათასამდე მონაწილე. ნიშნის მოგებით არაფერს დავწერ დაკავებულთა მიმართებაში. იმედია თავად გაავლებენ პარალელებს.

 

 

დაშავებულია უამრავი ადამიანი. დაღუპულია 4 პოლიციელი.

 

 

რაც შეეხება საპროტისეტო ტალღას, მისთვის რასობრივი ნიშნის მიცემა უსამართლოდ მიმაჩნია. ავხსნი.

 

 

ოფიციალური ზუსტი სტატისტიკა რთული მოსაპოვებელია, მაგრამ რისი მიძებნაც ღია წყაროებშია შესაძლებელი (იხილეთ ფოტოებზე), ბოლო 6 წლის განმავლობაში პოლიციის ქმედებების გამო 1000-მდე ადამიანია გარდაცვლილი, რომელთაგან უმეტესობა შეიარაღებული იყო, ასევე უმეტესობა არ იყო შავკანიანი.

 

 

შესაბამისად, სტატისტიკა ადასტურებს, რომ პოლიცია გამორჩეულად შავკანიანებზე არ ძალადობს. თუ მასე მივუდგებით, მაშინ თეთრკანიანები უფრო უნდა აპროტესტებდნენ რასობრივი ნიშნით. გრაფიკებზე ყველაფერი ჩანს.

 

 

აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ პროტესტი შესაძლოა ყოფილიყო პოლიციის ქმედებების მიმართ და არა რასობრივი ნიშნით.

 

 

ასევე, ადრეც დავწერე, არ მჯერა როცა ასეთ მოკლე ვადებში ასეთი მასშტაბის პროტესტი თავისით გორდება. ამიტომ, გაერკვევიან, ვინ იყო ჩართული, შიდა თუ გარე ძალები.

 

 

რა თქმა უნდა რეპუტაციული დარტყმაა, მაგრამ აშშ-სთვის ეს არაა პირველი და ყველა ასეთი კრიზისიდან გამარჯვებულები გამოვიდნენ. ახლაც გამოვლენ.

 

 

გავიხსენოთ ძველი საპროტესტო აქციები, რომლებიც რასობრივი ნიშნით იყო:

 

 

- 1965 წელს, კალიფორნიაში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შავკანიანის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. დაიღუპა 34, დაშავდა ათასზე მეტი, დაკავებული იქნა 3500-მდე, ზარალი 40 მლნ დოლარი.

 

 

- 1967 წელს, მიჩიგანში, არალეგალური ბარის ჩხრეკას პროტესტი მოჰყვა. შეტაკებებში 10 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. დაიღუპა 43, დაიჭრა ასობით, დაკავებული იქნა 7 ათასზე მეტი. ზარალი 40-80 მლნ დოლარი.

 

 

- 1968 წელს, ლუთერ კინგის მკვლელობა ყველასათვისაა ცნობილი. დაიღუპა 20, დაიჭრა 1000-მდე, დაკავებული ასევე 1000 ადამიანი.

 

 

- 1992 წელს, ისევ კალიფორნიაში, შავკანიანი მამაკაცის ცემას პროტესტი მოჰყვა. დაიღუპა 55, დაიჭრა 2000, დაკავებული იქნა 12000 ადამიანი. ზარალი 1,5-2 მლრდ დოლარი.

 

 

- 2014 წელს, მისურში, შავკანიანი მოზარდის მკვლელობას ასევე პროტესტი მოჰყვა. შეტაკებებში ასობით ადამიანი მონაწილეობდა. 80 ადამიანი დაკავებული იქნა.

 

 

დღვანდელი პრიტესტი ალბათ ყველაზე მასშტაბურია. ზარალი მასშტაბური იქნება. ვიხილეთ ვანდალიზმის და ქურდობების მრავალი ფაქტი. ვფიქრობ, ამ დღეებში მუხტი უნდა განელდეს.

 

 

მთავარს გავიმეორებ, თუ სტატისტიკას გავაანალიზებთ, სხვა რასების წარმომადგენლები პოლიციის მხრიდან უფრო მეტად ზარალდებიან. ამიტომ, დღევანდელ პროტესტს ვერ ვაფასებ როგორც ბუნებრივად, სერიოზული ორგანიზების და მხარდაჭერის გარეშე, მხოლოდ ხალხის უკმაყოფილებით აგორებულს,“ - წერს ამირან სალუქვაძე

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner