logo_geo
eng_logo
გიორგი ისაკაძე: „ბიზნესკონტაქტი“ და „საქმიანი დილა“ დახურვისთვის არ შემიქმნია!
- +

20 ივნისი. 2016. 12:15



გადაცემების „ბიზნესკონტაქტისა" და „საქმიანი დილის" ავტორი და წამყვანი გიორგი ისაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ბიზნესკონტაქტი" და „საქმიანი დილა" დახურვისთვის არ შეუქმნია.



„- ჯეკ ლონდონი(Jack London)- ცნობილი ამერიკელი მწერალი. მისი პირველი მოთხრობა დაბეჭდვამდე 600-ჯერ დაიბლოკა.

- კლოდ მონე(Claude Monet) - ფრანგი ფერმწერი. მისი ნამუშევრები რამდენიმე მილიონ დოლარად იყიდება და მსოფლიოს წამყვან მუზეუმებს ამშვენებენ. სოცოცხლეში, ფრანგულ სამხატვრო ელიტას სასაცილოდ არ ჰყოფნიდა მონეს ნიჭიერება და სრულად ჰყავდა გარიყული თავისიელიტარული" წრიდან.

- ელვის პრესლი (Elvis Presley) - სიმღერის პირველივე შესრულებისას (ჯერ არაფერს წარმოადგენდა) გამოაგდეს Grand Ole Opry რადიოგადაცემიდან.

- რობერტ კიოსაკი (Robert Kiyosaki)-ამერიკელი ინვესტორი, მწერალი და მეწარმე, რომელიც რამდენიმე ბესტსელერის ავტორიცაა. 2-ჯერ ბოლომდე გაკოტრდა. მხოლოდ მესამე ბიზნესმა გაუმართლა.

- ისააკ ნიუტონი(Isaac Newton)- ინგლისელი ფიზიკოსი, მათემატიკოსი. საწყის ეტაპზე სერიოზული პრობლემები და შეუთავსებლობა ჰქონდა მათემატიკასთან. არც სკოლაში გამოირჩეოდა სწავლის განსაკუთრებული უნარებით. მოგვინებით, ბიძა აგზავნის სასწავლებლად კემბრიჯში, სადაც ჩამოყალიბდა და გაიცნო კიდეც სამყარომ.

- გალან სანდერსი (Galan Sanders) - KFC დამაარსებელი (Kentucky Fried Chiken). მისი ცნობილი ქათმის რეცეპტი დაიწუნეს 1009-ჯერ, ვიდრე რესტორანმა იგი მიიღო მენიუში.

- შონ კორი კარტერი (Jay-z) - ამერიკელი რეპერი, Roc-A-Fell Records დამაარსებელი. არცერთმა ხმის ჩამწერმა სტუდიამ არ გაიკარა რეპერი, ვიდრე არ შექმნა საკუთარი სტუდია, რომლის ღირებულება დღეს ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს.

- ბენჟამინ ფრანკლინი (Benjamen Franklin)-პოლიტიკური მოღვაწე, გამომგონებელი. სკოლა მიატოვა 9 წლის ასაკში, რადგან მშობლებს არ ჰქონდათ სწავლის საფასურის გადახდის საშუალება. ფრანკლინი უწყვეტი კითხვით პრაქტიკულად თვითსწავლებაზე გადადის. და საბოლოოდ, მის სახელს უკავშირდება ბევრი გამოგონება, მათ შორის მეხამრიდისაც.

-ჰენრი ფორდი (Henry Ford) - გაკოტრდა 5-ჯერ, ვიდრე შექმნა „Ford Motors".

- როლანდ ჰასი მეისი (Rowland Macy) - Macy's (აშშ-ის უძველესი და უმსხვილესი სავაჭრო ქსელი) დამფუძნებელი - გაკოტრდა 7-ჯერ, ვიდრე წარმატებული ბიზნესი შექმნა.

P.S. ბედნიერი და წარმატებული კვირა ყველას!

მებიზნესკონტაქტი"/Business contact & „საქმიანი დილა" დახურვისთვის არ შემიქმნია.

მალე შევხვდებით გუნდთან ერთად!" - წერს ისაკაძე „facebook"-ზე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×