logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: კრიმინალების „პარტიებმა“ და მათი ფეიკ-მედიასაშუალებების უფროსებმა კარგად იციან, არჩევნები წაგებული აქვთ
- +

28 ივნისი. 2020. 17:36

 

 

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება, სადაც ჟორჟოლიანმა 2006 წელს გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანისა და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტები ერთმანეთს შეადარა.

 

მისი თქმით, ამოქმედდა სათადარიგო გეგმა, რომლის მიზანია როგორმე მოხდეს რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიასა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს შორის პარალელების გავლება.

 

„ფსევდო ჟურნალისტის, ნანუკა ჟორჟოლიანის ფეისბუქ-პოსტს არც გამოვეხმაურებოდი, რომ არა რამდენიმე გარემოება:

 

  1. ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსი მხოლოდ მას არ ეკუთვნის და რეალურად „ნაციონალური მოძრაობის“ კარგად დაგეგმილი მესიჯია, ე.წ. თემის დატესტვა. ამას ადასტურებს მათი პარტიული აქტივის და ტროლების აქტიურობაც აღნიშნულ პოსტის ქვეშ.

 

  1. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილს ვერ დააბრალეს რაიმე სახის კავშირი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან (მკითხველი ალბათ, ფიქრობს რა კავშირი შეიძლება ბატონ ივანიშვილს ჰქონოდა ამ ტრაგედიასთან? ცხადია არავითარი, მაგრამ დესტრუქციული ძალები ყველა ცუდი ამბის მასთან დაკავშირებას ცდილობენ).

 

ამოქმედდა სათადარიგო გეგმა, რომლის მიზანია როგორმე მოხდეს რამდენიმე დღის წინ მომხდარ ტრაგედიასა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს შორის პარალელების გავლება, რომ თითქოს დღესაც სისტემამ ჩაიდინა ძალადობრივი აქტი, რაც ბუნებრივია ყოვლად ამორალური საქციელია. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ვინც იდგა 2006 წლის 28 იანვარს მომხდარი ბოროტების უკან, ამას ადასტურებს სტრასბურგის დასკვნაც!“ - წერს ანალიტიკოსი.

 

მისივე თქმით, ფეიკ-მედიასაშუალებების უფროსებმა კარგად იცია,ნ არჩევნები უკვე არჩევნებამდე წაგებული აქვთ.

 

„გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ:

 

კრიმინალების „პარტიებმა“ და მათი ფეიკ-მედიასაშუალებების უფროსებმა კარგად იციან არჩევნები უკვე არჩევნებამდე წაგებული აქვთ, მაგრამ დარჩენილ დროში მაინც ცდილობენ სიბინძურის უსაზღვრო დოზით გაჯერებული პროვოკაციების მოწყობას.

 

კარგად დაფიქრდნენ, ნორმალური ადამიანების მოთმინებასაც აქვს საზღვარი!“ - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner