logo_geo
eng_logo
სოფო ხუნდაძე: მადლობა პოლიციას სწრაფი მოქმედებისთვის!
- +

30 ივნისი. 2020. 14:49

 

 

ჟურნალისტი სოფო ხუნდაძე ღამით, თბილისში, მის მეზობლად,  მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, რა დროსაც ბიჭმა გოგონას ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ღამით, ასე პირველი საათისკენ ვიღაც იდიოტმა განზრახ მკვლელობის მიზნით ჩემს მეზობელ გოგოს ცეცხლი წაუკიდა. „ტიპმა“ ჯერ ბენზინი მოასხა ეზოში, შემდეგ დაუკაკუნა კარებზე და ე. წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა. იყო საშინელი აფეთქების ხმა, შავი კვამლი და სრული უკუნეთი. დაზარალებულს სხეულის 40% აქვს დამწვარი, მძიმე მდგომარეობაშია. მადლობა ღმერთს, თავის დროზე მოვახდინეთ რეაგირება და სახანძროს მოსვლამდე ცეცხლი ჩავაქრეთ. დამნაშავე დღეს გამთენიისას უკვე აყვანილი იყო. დამნაშავემ ისე გააკეთა, რომ ეზოში ვერავინ შევიდოდა, ჭიშკარსაც კი ვერ მივუახლოვდით თავიდან. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო უცნობ ბიჭებს, რომლებიც გვეხმარებოდნენ ცეცხლის ლოკალიზებაში, რომ არა ისინი, არ ვიცი, მარტო ჩვენი ძალებით როგორ გადავრჩებოდით. კარგი ადამიანები ხართ, ისეთი პანიკა იყო, მადლობაც ვერ გითხარით. შოკში ვიყავით, ვერც ვაცნობიერებდით, რას და რატომ ვაკეთებდით, წამის მეასედითაც რომ დაგვეგვიანა, არ ვიცი, რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. და მადლობა პოლიციას სწრაფი მოქმედებისთვის. არამარტო ეკიპაჟებს, არამედ იმ ადამიანებს, რომლებმაც ადამიანურობა გამოიჩინეს, მიატოვეს სამუშაო ადგილი და დასახმარებლად მოვიდნენ...“ - წერს სოფო ხუნდაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner