logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სექტემბრისთვის, კეზერაშვილის „ფორმულასთან“ ერთად, ნათელი უნდა მოვფინოთ ფულის გათეთრების სქემებს
- +

1 ივლისი. 2020. 12:56

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე „ევროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი აბესაძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმად, იპოდრომი გაიყიდა, ხოლო გამყიდველი და მყიდველი ბიძინა ივანიშვილია.

 

ანალიტიკოსის განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის ფულის წარმომავლობა „ფორმულას” ექსკლუზივია.

 

„მედია და არასამთავრობოები დაინტერესდნენ იპოდრომის „ქეისით“ და ძალიან კარგი, რომ დაინტერესდნენ. ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა აეხადოს ფარდა ყველა საიდუმლოს?! მაგრამ, მოდით, დავიცვათ ეტიკეტი – ბიძინა ივანიშვილის ფულის წარმომავლობა „ფორმულას“ ექსკლუზივია. აი, „კეზერაშვილის ფორმულასი“, იმ კეზერაშვილის, რომელსაც ერთი დღე პატიოსნად არ უმუშავია, ბიუჯეტის ძარცვითა და იარაღის ვაჭრობით იშოვნა ფული და ახლა ივანიშვილის ფულის წარმომავლობას სწავლობს. და ამიტომ, სხვა მედიებმა მას ხელი არ უნდა შეუშალონ. პირიქით, ანალიტიკოსები იქით უნდა დავეხმაროთ „ფორმულას” და, ჩემი აზრით, სადღაც სექტემბრისთვის, კეზერაშვილის „ფორმულასთან“ ერთად, ნათელი უნდა მოვფინოთ მთლიანად ფულის გათეთრების სქემებს“,- წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner