logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: დავით ჭაკუა „ნაციონალების“ ხელისუფლების სახე და ადამიანების წამების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია
- +

3 ივლისი. 2020. 19:48

 

 

დავით ჭაკუა „ნაციონალების“ ხელისუფლების სახე და ადამიანების წამების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია“ - ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი დავით ჭაკუას ექსტრადირებას სოციალურ ქსელში.

 

გურამ ნიკოლეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი გაგრძელდება და კიდევ ბევრ დამნაშავესა და კრიმინალს გაეცემა საკადრისი პასუხი.

 

რუსთავი 2-ზე“ გავრცელდა ინფორმაცია, სადაც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, ძებნილ ჭაკუას საქართველოში ექსტრადაციაა ასახული. ცნობისათვის ჭაკუა წინა, „ნაციონალების“ ხელისუფლების სახე და ადამიანების წამების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახლავთ. იმედია, სამართლიანობის აღდგენის პროცესი კვლავაც გაგრძელდება და კიდევ ბევრ დამნაშავესა და კრიმინალს გაეცემა საკადრისი პასუხი” - წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

 

ცნობისთვის, 3 ივლისს, ბერლინიდან თბილისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის, დავით ჭაკუას ექსტრადირება განხორციელდება. არაერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული დავით ჭაკუა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner