logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: “ნაცებმა” ჭაკუას არ ვიცნობთო. საინტერესოა, თავად ჭაკუა თუ გაემიჯნება
- +

3 ივლისი. 2020. 19:53

 

 

,,ახლა გასაგებია რატომ უტევდნენ გერმანიის ელჩს. ალბათ, ეს ვარაუდია, იყო ინფორმაცია ჭაკუას შესაძლო ექსტრადირებასთან დაკავშირებით. ეს  ერთ დღეში არ ხდება”,- ამის შესახებ ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, საინტერესოა თავად ჭაკუა თუ გაემიჯნება იმ პოლიტიკოსებს, ვინც დღეს ამბობს, რომ  მას არ იცნობენ.

 

 ,,ახლა ვუცქირე პოლიტიკოსების კომენტარებს, როგორ ემიჯნებიან, არ ვიცნობთ ჭაკუასო. ალბათ არც ბუხაძეს იცნობენ, რომელიც ახლა გაასამართლეს?! თავად აღიარებენ, რომ ციხის ადმინისტრაცია უკონტროლო იყოო და პოლიტიკური პასუხისმგებლობა გვეკისრებაო. ეს ხომ პირდაპირ მიუთითებს სისტემურობაზე? უკონტროლო ციხის ადმინისტრაცია არა მხოლოდ სისტემური დანაშაულია, არამედ დანაშაულებრივი დაჯგუფებაა. აი აქ დაუშვეს შეცდომა, როცა სისტემურ დანაშაულებზე დაიწყეს საუბარი და არა დანაშაულებრივ დაჯგუფებებზე. ახლა ამ ჭაკუაზე გადატყდება გადასატეხი, რომელსაც ყველა გაემიჯნება. თუმცა, საინტერესოა, თავად ჭაკუა თუ გაემიჯნება და რა ჩვენებებს მისცემს?! თან ადანაშაულებენ და თან აქ არ უნდა გასამართლდეს, სამართლიანი სასამართლო არააო. გერმანიას კი ესხმით თავს, მაგრამ ხომ იცით, გერმანიიდან ექსტრადირება არაა მარტივი?! ახლა ენმ ოცნებას სასამართლოში უჩივის. სასაცილოა. ხალხს ფეისბუქში აზრის გამოხატვის დღემდე ეშინია, თქვენი და თქვენი ცრუ გვერდების შიშით. კიდევ თქვენ ჩივით? სასამართლოში ჩივილი კი არა, ადრე უნდა გამიჯნოდით იმ დანაშაულებს, ბიუროკრატებს, რომლებსაც, როგორც თავად აღიარებთ, ვერ აკონტროლებდით, უნდა გაგეახლებინათ პარტიული ხელმძღვანელობა და ქვეყანაში პოლიტიკური ცხოვრებაც დამშვიდდებოდა. თქვენც მშვიდად იქნებოდით და ხალხიც. იზღის ენა და იარლიყები როდის და ვის მიერ დაიწყო, გადაახვიეთ უკან და მოყევით ქრონოლოგიას”,- წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner