logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: ნინო გიორგობიანს ბოროტი ცახესები უტევენ!
- +

4 ივლისი. 2020. 13:46

 

 

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის ნინო გიორგობიანის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას პროფესორი, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„მსურს, გამოვეხმაურო იმ ბინძურ კამპანიას, რომელიც აგორებულია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ სახელმწიფო მოხელის, კარგი ჟურნალისტის, პრინციპული და ბრწყინვალე ადამიანის, ნინო გიორგობიანის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში დიდი ვაჟა-ფშაველას ცნობილი ფრაზა მახსენდება: „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“ („ალუდა ქეთელაური“). დიახ, როცა ბოროტი და გაურკვეველი ჯიშის სუბიექტები, ანუ ბოროტი ცახესები უტევენ კარგ პიროვნებას, რომლებსაც ხელები სისხლში აქვთ გასვრილი, აქ უკვე ყველაფერი ნათელია - ვინ ვინ არის!

 

იმედია, ყველაფერი ისე დასრულდება, როგორც ფრანგულ დეტექტიურ ფილმშია ასახული, ჟან პოლ ბელმონდოს მონაწილეობით: „ვინ ვინ არის“, როცა კეთილი პოლიციელი დაამარცხებს ბოროტ პოლიციელებს... ნინო, შენს გვერდით ვარ“, - წერს ვახტანგ მაისაია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner