logo_geo
eng_logo
ანი შაქარაშვილი: შენს ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა სჯობია
- +

7 ივლისი. 2020. 14:08

 

 

გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის და ანი შაქარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც საქმე ეხება შაქარაშვილის საქმეში ახვლედიანის ჩვენებას.

 

„პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა არასდროს. ალბათ, ყველა კარგად დააკვირდით კადრებში, თუ როგორ ცდილობს გიო მის დაცვას და ეს ნაძირალა კი, რომელიც „დაზარალებულად“ არის ცნობილი, პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები, ხოლო ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ.

 

თუ მართლა ასე იყო, რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული? ბუჩქებში კი არა, შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში. შენს ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა სჯობია“, - წერს ანი შაქარაშვილი.

 

ცნობისთვის ჩვენებაში ვახტანგ ახვლედიანი ამბობს რომ 112-ში დარეკვა აზრადაც არ მოსვლია, ხოლო გიორგი შაქარაშვილის მოძებნა არ დაუწყია, რადგან როგორც თავად ჩვენებაში წერს, შეშინებული იყო და ადგილიდან სწრაფად გარიდება უნდოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner