logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ცნობილმა მკვლევარმა კომპანიებმა კრიმინალთან ბრძოლის მიხედვით, საქართველოს პროგრესი ცალსახად აღიარეს
- +

8 ივლისი. 2020. 17:29

 

 

“მსოფლიოში ცნობილმა მკვლევარმა კომპანიებმა კრიმინალთან ბრძოლისა და უსაფრთხო ქვეყნის ინდიკატორების მიხედვით, საქართველოს მიერ ბოლო რვა წელიწადში მიღწეული არნახული პროგრესი ცალსახად აღიარეს, - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს და მსოფლიოში უდიდესი მონაცემთა ბაზა, „ნუმბეოს” მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვით დანაშაულისგან თავისუფალი უსაფრთხო ქვეყნების ინდექსით, საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4, ევროპის მასშტაბით კი, პირველ ადგილზეა

 

,,კრიმინალისაგან თავისუფალი, უსაფრთხო ქვეყნების მსოფლიო რეიტინგში საქართველო მსოფლიოს 133 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზე გავიდა, ევროპაში კი 1-ელ ადგილზეა. 2019 წელს საქართველო მე-6, ხოლო 2012 წელს - მე-20 ადგილს იკავებდა. გამოკვლევას მსოფლიოს მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა „Numbeo“ წელიწადში ორჯერ აწარმოებს. კრიმინალისაგან თავისუფლების ამ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ყატარი, ტაივანი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები უსწრებს. რეიტინგში ბოლო პოზიციაზე სამხრეთ აფრიკა, პაპუა ახალი გვინეა და ვენესუელა გავიდა. რომ არა გახმაურებული ფაქტი, რომ ქვეყნის "გაერთიანებული ოპოზიციის" პოლიტიკურ ლიდერს წარსულში მკვლელი, რეციდივისტი და კრიმინალი გიორგი რურუა წარმოადგენს - მსოფლიო რეიტინგში საქართველო სამეულში შევიდოდა. ქვეყნის ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში კრიმინალური ელემენტების სიუხვემ, საქართველოსთან მიმართებაში უსაფრთხოების თვალსაზრისით ნდობის ფაქტორზე თავისი ასახვა მაინც ჰპოვა, ხოლო 2020 წლის ჰომიციდის ინდექსის (მკვლელობებისგან თავისუფლება) მიხედვით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში 15-ე ადგილზეა. საქართველო ჰომიციდის, ანუ მკვლელობებისაგან თავისუფლების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში გერმნიასთან ერთად 28-ე ადგილზეა - ამის შესახებ მსოფლიოს წამყვანი ტრანსეროვნული ანალიტიკური ცენტრის, ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული გლობალური მშვიდობის 2020 წლის ანგარიში მოგვითხრობს, რომელიც 2019 წლის ვითარებას ასახავს. 2012 წელს საქართველო ამ ინდექსის(Homicid index 2103) მიხედვით მსოფლიოში 89-ე პოზიციაზე იყო.

 

 ამ მხრივ, მსოფლიოში ცნობილმა მკვლევარმა კომპანიებმა კრიმინალთან ბრძოლისა და უსაფრთხო ქვეყნის ინდიკატორების მიხედვით, საქართველოს მიერ ბოლო რვა წელიწადში მიღწეული არნახული პროგრესი ცალსახად აღიარეს. მათი შეფასება ნაცოპოზიციის წიაღში, შიდაკულუარულ გარჩევებში, რა თქმა უნდა გაღიზიანებას და აღშფოთებას გამოიწვევს, ხოლო საჯაროდ შეეცდებიან ეს ავტორიტეტული დასავლური სარეიტინგო მკვლევარი კომპანიები ისეთივე კრიტიკისა და ბულინგის ქარცეცხლში გაატარონ, როგორც ეს გერმანიის ელჩთან მიმართებაში იკადრეს. როგორც ჩანს, ანტიდასავლური განწყობა "გაერთიანებული ოპოზიციის" წიაღში სულ უფრო იმატებს, ვინაიდან ის "დასავლური ფასეულობები", რომელსაც ისინი ქადაგებენ ბოლო 17 წელიწადი, რეალურად ჭეშმარიტების პროფანაციას წარმოადგენდა”,- წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner