logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჭედლიშვილი: კრიმინალური ელემენტები საქართველოდან გაიქცნენ, ან ციხეში არიან, ან ოპოზიციური პარტიების ლიდერებად გვევლინებიან
- +

8 ივლისი. 2020. 18:22

 

 

„მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა Numbeo-მ გამოაქვეყნა კრიმინალისაგან თავისუფალი ქვეყნების განახლებული ინდექსი, საიდანაც ჩანს, რომ საქართველო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეოთხე ადგილზე, ევროპაში კი - პირველზეა“ - ამ სიტყვებით ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი სარეიტინგო პლატფორმა Numbeo-ს მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგს.

 

მისი თქმით, ეს პლატფორმა წელიწადში ორჯერ აქვეყნებს ამ ინდექსს და ბოლო წლებია, საქართველო წინ მიიწევს. 2012 წელს  ქვეყანა მხოლოდ მე-20 ადგილზე იყო.

 

„მოწინავე სარეიტინგო პლატფორმა Nubeo-მ გამოაქვეყნა კრიმინალისაგან თავისუფალი ქვეყნების განახლებული ინდექსი, საიდანაც ჩანს, რომ საქართველო მთელი მსოფლიოს მასშტაბით მეოთხე ადგილზე, ევროპაში კი - პირველზე. ეს პლატფორმა წელიწადში ორჯერ აქვეყნებს ამ ინდექსს და ჩვენ ამ ინდექსში მხოლოდ წინ მივიწევთ ბოლო წლებია. კრიმინალისაგან თავისუფლების ამ რეიტინგში საქართველოს მხოლოდ ყატარი, ტაივანი და არაბეთის გაერთიანებული ემირატები უსწრებს. 2012 წელს ამ ინდექსში საქართველო მხოლოდ მე-20 ადგილზე იყო. მოკლედ, კრიმინალური ელემენტები საქართველოდან გაიქცნენ, ან ციხეში არიან, ან ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში გადაინაცვლეს და ლიდერებად გვევლინებიან," - აღნიშნავს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner