logo_geo
eng_logo
დარეჯან მეფარიშვილი: დღეს ეს ბავშვი 16 წლისაა და ახსოვს - წლებმა ვერ ჩარეცხა ის ტკივილი, რაც გადაიტანა...
- +

9 ივლისი. 2020. 10:57

 

 

ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში  2011 წელს გადაღებულ კლიპს აზიარებს და კლიპის ერთ-ერთი მონაწილის შესახებ წერს.

 

„ერთწუთიანი კლიპიდან ბოლო „აკორდი“ - 7 წლის გოგოს ერთწამიანი ისტორია.

 

კლიპი გადაღებულია 2011 წელს, მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ ე.წ. ციხის კადრები იხილა.

 

კლიპი 7 (არც კი) წლის გოგონას სახით მთავრდება.

 

ერთი წამი, რომელითაც ამ პატარა გოგონამ, კლიპის ავტორისა  და რეჟისორის სცენარში „კორექტირება“ შეიტანა.

 

როდესაც კლიპს იღებდნენ, ოპერატორთან 7 წლის თვალებბრიალა გოგონა მივიდა - მეც მინდა კლიპში მონაწილეობის მიღება.

 

ოპერატორმა უთხრა - ამ კლიპს ჰქვია - „არ გვეშინია“ და შენ არ გეშინია?

გოგონამ უპასუხა: მე კარგა ხანია უკვე აღარაფრის მეშინია.

 

საქმე ისა, რომ ამ პატარა გოგომ ნახა, როგორ შეცვივდნენ მის ოჯახში პოლიციელები ბიძის, 7 ნოემბრის აქციის აქტივისტის დასაკავებლად. პოლიციელებისაგან შეშინებული გოგონა საწოლის ქვეშ დაიმალა, მივარდა პოლიციელი საწოლთან, ჩაიჩოქასავით და 5 წლის (არც კი)  ბავშვს ფეხით დაუწყო ცემა. შემდეგ, ხელი შეაცურა საწოლის ქვეშ და ბავშვს სწვდა, ბავშვმა უკბინა. სცემეს ბავშვის დედაც. ცემისაგან დაოსებულ ბავშვის დედას, ამ პოლიციელმა უთხრა - შენ შვილსაც გველისწიწილს ზრდი, ხელზე მიკბინა...

 

ეს იყო 2008 წელი.

 

შემდეგ, 2011 წელს, ოჯახს კიდევ მიაკითხეს. ამჯერად ბავშვის დედისთვის.

 

დედას ბრალი ვერ დაუდასტურეს, საბოლოოდ გაირკვა, რომ ამ პატარა გოგონას დედის სავარძელი სხვისთვის უნდოდათ, დედამ  განცხადება არ დაწერა და „გამოსავალიც“ იპოვეს.

 

დღეს ეს ბავშვი 16 წლისაა და ახსოვს -  წლებმა ვერ ჩარეცხა ის ტკივილი, რაც გადაიტანა.

 

დედამისი დღემდე სამართლის დადგენას ითხოვს, შვილი კი ეუბნება - შენ რომ განცხადება დაგეწერა და სამსახურიდან წამოსულიყავი, არ გაპატიებდი დანებებას...

 

დიახ, ის ასეთია!

 

იმ სავარძელში, რომლისთვისაც ამ ბავშვის დედა დააკავეს და  ოჯახი დააწიოკეს (ბავშვის ბებო სტრესის ფონზე მალევე გარდაიცვალა), ისევ ის ქალი მუშაობს, ვისთვისაც 5 წლის ბავშვი სცემეს...

 

თამუნა გაგნიძე, ბედნიერი დედა ხარ“, - წერს დარეჯან მეფარიშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner