logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ერთი კონკრეტული „ფეიკ-სიუჟეტის“ შედეგი - დათო მათიკაშვილის მამას ამ წუთებში გულის მძიმე ოპერაციას უკეთებენ
- +

9 ივლისი. 2020. 13:14

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის დავით მათიკაშვილის მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება „ტვ პირველის“ ეთერში მიმდინარე წლის 7 ივლისს გასულ სიუჟეტს უკავშირდება, რომელიც დავით მათიკაშვილისა და მისი მამის ქონებას ეხება.

 

იონათამიშვილის განმარტებით, მათიკაშვილის მამის ჯანმრთელობის გაუარესების მდგომარეობა სწორედ „ფეიკ-სიუჟეტის“ შედეგია:

 

„ერთი კონკრეტული „ფეიკ-სიუჟეტის“, კონკრეტული ტყუილის, კონკრეტული შედეგი - დათო მათიკაშვილის მამას ირაკლი მათიკაშვილს, ამ წუთებში, თბილისის მედიცინის ინსტიტუტში გულის მძიმე ოპერაციას უკეთებენ. დარწმუნებული ვარ, კვალიფიციური ექიმების დახმარებით, კარგად იქნება, მაგრამ რაიმე ადამიანური ხომ უნდა გააჩნდეს ყველას, რომ რაღაცის დაბრალებით ადამიანები არ დააავადმყოფონ და არ მოკლან?! და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შვილი დეპუტატია და ნებისმიერი გზით გინდა მისი გაშავება?!“ - აღნიშნავს იონათამიშვილი.

https://m.facebook.com/story.php?story_fbid=10224399798772202&id=1522692649

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner