logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მეტრეველი: მოხერხება ხომ უნდა - შაქარაშვილის ოჯახი და დაზარალებული ყველა პირი ცდილობს, გაემიჯნოს კრიმინალურ ოპოზიციას და მათ ტელევიზიებს
- +

9 ივლისი. 2020. 17:33

 

 

„მოხერხება ხომ უნდა, რომ ცხონებული გიორგი შაქარაშვილის ოჯახიც და ამ საქმეში დაზარალებული ყველა პირი, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, პირველ რიგში, ცდილობს, გაემიჯნოს, და უფრო მეტიც - აპირებს, სასამართლოში უჩივლოს კრიმინალურ ოპოზიციას და მათ პარტიულ ტელევიზიებს, ხოლო გამოძიებას კი ამ ეტაპზე სრულ ნდობას უცხადებს“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს.

 

მეტრეველი დარწმუნებულია, რომ ტრაგიკულ საქმეში სიმართლე აუცილებლად გაირკვევა.

 

„ერთი ოდნავ საღად მოაზროვნე ადამიანი მაინც არ შემოგრჩათ რადიკალურ ოპოზიციაში და პარტიულ ტელევიზიებში, რომელიც გეტყოდათ, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე თქვენი ფსევდოგულისტკივილი და ბინძური სპეკულაციები ისევ თქვენვე დაგაზარალებთ და საბოლოოდ დაგასრულებთ ოქტომბრის თვეში.

 

სიმართლე ამ ტრაგიკულ საქმეში აუცილებლად გაირკვევა. „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების რევანში კი ვერასდროს შედგება“, - წერს ნიკოლოზ მეტრეველი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner