logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: გამოძიების მასალებს ადვოკატების მეშვეობით აფრიალებენ ტელევიზიებში და უტიფრად ამბობენ, მედია უკეთესად იძიებსო
- +

10 ივლისი. 2020. 19:19

 

 

„უტიფრობის, მორალური აღვირახსნილობის მწვერვალზე ხართ: ისევ ადარებენ გირგვლიანის და ხორავას ქუჩის საქმეებს“, -  ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

 

„უტიფრობის, მორალური აღვირახსნილობის მწვერვალზე ხართ: ისევ ადარებენ გირგვლიანის და ხორავას ქუჩის საქმეებს. გარდაცვლილი შაქარაშვილის ოჯახს, ბიძას და მათ მიერ დაქირავებულ ექსპერტს აბრალებენ პროკურატურის სასარგებლოდ პოზიციონირებას.

 

ბრალის დამძიმება სპექტაკლად მონათლეს. სოციალურად დაამძიმეს, რათა შემდეგ არ გამოიძიონო. ამას იურისტები ამბობენ. თავშივე გამოცხადდა, რომ ამ ექსპერტიზას დრო დასჭირდებოდა. მის გარეშე როგორ უნდა დაემძიმებინათ ბრალი?

 

ამ შემთხვევაში პროკურატურამ ბრალი დაამძიმა და ადარებენ საქმეს, როცა ერთი კონკრეტული სს საქმისთვის სასწრაფო წესით კანონში ბრალდებულების სასარგებლოდ ცვლილება შეიტანეს. ანუ მთელი პარლამენტი ერთ მწვანე ღილაკად აქციეს, - ყველამ მორჩილად დააჭირა.

 

თავად ადვოკატები აღარ გამორიცხავენ მათი კლიენტებისთვის ბრალის დამძიმებას და სხვები ცდილობენ ბრალდების დამძიმების თემის გადაფარვას.

 

მე-3 კვირაა გამოძიების მასალებს ადვოკატების მეშვეობით აფრიალებენ ტელევიზიებში და უტიფრად ამბობენ, მედია უკეთესად იძიებსო.

 

ხომ არ გვეცადა, გაჩერდეს 2-3 კვირა საგამოძიებო სტრუქტურები და მიდით, გამოიძიეთ. გამოიძიებთ?

 

ადამიანები, რომლებიც ამ მოსაზრებებს/ბრალდებებს აჟღერებთ, ისე პატარავდებით ადამიანების თვალში, ისეთ ჭუჭყში ეფლობით, ნეტა გარედან შეგახედათ თქვენი თავისთვის.

 

თქვენი არათუ პარლამენტთან გაკარება, საჯარო სივრცისგან უნდა იყოთ იზოლირებულები. მაგრამ დემოკრატიაა,  უფრო სწორად, ჭარბი თავისუფლებაა, - ყველას ყველაფრის უფლება აქვს.

 

ოჯახი თუ გაყიდულია, როგორც თქვენ მათ აბრალებთ, ვისთვის იფხრიწავთ ვენებს? ან ასეთი ბრალდებების შემდეგ, თვალებში როგორ უნდა ჩახედოთ?!“ - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner