logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ეს ცივსისხლიანი არამზადები, უპატრონოები და ვირიშვილები!
- +

10 ივლისი. 2020. 22:26

 

 

„თანაგრძნობის გამოხატვა მინდა გიორგი შაქარაშვილის ოჯახის მიმართ, მაგრამ რა უნდა ვუთხრა, არ ვიცი...“ - ამის შესახებ რუსუდან შარაძეს სოციალურ ქსელში წერს.

 

„აფექტის მდგომარეობაში კიდევ გავიგებდი (არ გავამართლებდი, ახსნა მექნებოდა), მაგრამ ახალგაზრდა კაცები, სრულიად გააზრებულად რომ წავლენ და უცხო, უდანაშაულო ბიჭს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდებიან, მერე მოკლავენ და მშვიდად დაიძინებენ, ამას რა ჰქვია?  ამათ აწი რა უნდა არგონ ქვეყანას, ან ოჯახს, ან საკუთარ თავს? რა აზრი აქვს ამ ცხოველების სიცოცხლეს? ვინ გაზარდა, დედაბუდიანად უნდა გამოაჭენო ეს არამზადები! სიტყვებს ვერ ვპოულობ. ცალკე ეს სპეცრაზმი, „ჟურნალისტები“ რომ ჰქვიათ. გამიგია, კომუნისტებს განსაკუთრებული დანაყოფი ჰყავდათ - უპატრონო ბავშვთა სახლებიდან გამოჰყავდათ ბავშვები და ცივსისხლიან მკვლელებად ზრდიდნენ. ეს ცივსისხლიანი არამზადები, უპატრონოები და ვირიშვილები!

 

თანაგრძნობის გამოხატვა მინდა გიორგი შაქარაშვილის ოჯახის მიმართ, მაგრამ რა უნდა ვუთხრა, არ ვიცი...“ - წერს რუსუდან შარაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner