logo_geo
eng_logo
ლელა კურდღელაშვილი: ძალიან მაგარი კაცი და სერიოზული იურისტია
- +

10 ივლისი. 2020. 23:05

 

 

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლელა კურდღელაშვილი სტატუსს აქვეყნებს და 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის პასუხს ეხმაურება.

 

როგორც ჟურნალისტი წერს, შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე საქმეს აუცილებლად ბოლომდე მიიყვანს.

 

„გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიანი ნიკოლაძე, არის ძალიან მაგარი კაცი. სერიოზული იურისტი - შეარჩია ძაან მაგარი ადვოკატი და ექსპერტი. სწორად დაალაგა თემა და ზუსტად იმ დროს გააკეთა განცხადება, რა დროსაც ამ განცხადებას წონა ექნებოდა. ჰოდა, ამისთანა პროფესიონალი გულშემატკივრობს შაქარაშვილის საქმეს და იქ იდიოტების ქექვა და ეს ფარისევლური გულშემატკივრობა პოლიტიკურად ანგაჟირებული და დაბოღმილი ტიპების მხრიდან, თან ამ კაცის - მირიანის ბულინგი და თათხვა - ძაან გულისამრევად გამოიყურება.

 

იცის ამ კაცმა საქმე და მიიყვანს კიდეც ბოლომდე. არ გვინდა ახლა იმის ძახილი, რომ შაქარაშვილის საქმე ამ ბინძური მედიაკამპანიის გარეშე ვერ გაიხსნებოდა.

 

იმ ადვოკატებმა იკითხონ, ერთი ადგილი რომ ათამაშეს და ამდენი სიბინძურე აფრქვევინეს უდანაშაულო ადამიანების და მათ შორის შაქარაშვილის ბიძის მისამართით.

 

ყველას არ ვგულისხმობ. არის ორიოდე, ძაან მწყრალად ადვოკატის ეთიკასთან“- წერს ლელა კურდღელაშვილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner