logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: ახლა ავხსნი, ვინ არიან ნეოტროცკისტები
- +

11 ივლისი. 2020. 14:58

 

 

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე ნეოტროცკისტების რაობაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„ახლა ავხსნი, ვინ არიან ნეოტროცკისტები.

 

  1. ისინი, ვინც ებრძვიან უკვდავ ტრიადას: „მამული ენა, სარწმუნოებას“!

 

  1. ვინც ებრძვის საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიას!

 

  1. ვინც ვნების კვირაში და აღდგომის ღამეს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა ქრისტიანულ სარწმუნოებას და პატრიარქს!

 

  1. ვისაც სძაგს ყოველგვარი ქართული, ეროვნული, ქრისტიანული!

 

  1. ვინც აგინებს ყოველგვარ წარსულს!

 

  1. ვინც შეგნებულად საზიარებელ კოვზს, სატლეკს ეძახის!

 

  1. ვისაც უნდოდა და უნდა რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ახლანდელი პანდემიის დროს!

 

  1. ვინც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შტურმ-შეჭრას პარლამენტის დათვალიერებას უწოდებს!

 

  1. ვინც მიზანმიმართულად გადააგვარა და გაანადგურა ქართული განათლების სისტემა!

 

  1. ვინც ღირსეული პროფესორ-მასწავლებლები განდევნა უნივერსიტეტიდან და თეა თუთბერიძის მაგვარი ნახევარუჯრედიანები მოიყვანა იქ პროფესორებად!

 

  1. ვინც ქართული სოფელი გააცამტვერა.

 

  1. ვინც იძახდა და იძახის, არავითარი საჭირო არაა ქართული სოფლის მეურნეობა და თუ რამე გვჭირდება, შემოვიტანოთო!

 

  1. ვინაც დასცინის ქართულ სუფრას, ქართულ დედაშვილობას, ქართულ დედმამიშვილობას!

 

  1. ვისთვისაც არარაობაა ვაჟა, ილია, აკაკი, შოთა და გალაკტიონი! და მხოლოდ ზოგჯერ ლექსიკაში იყენებს ბნელი ზრახვების "გაპრავებისათვის"!

 

  1. ვინაც მერაბ კოსტავას და ბიუჯეტის ქურდებს-ყაჩაღებს (უგულავა, ოქრუაშვილი, რურუა) ერთმანეთთან აიგივებს!

 

თხუთმეტია - გავაგრძელო თუ თქვენ დაამატებთ?

 

მე მგონი, მიხვდით, ვინც არ იცოდით!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner