logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: რა ბრალდებებიც გუშინ ჩხარტიდვილმა გააჟღერა, მოითხოვს სამართლებრივ რეაგირებას
- +

12 ივლისი. 2020. 18:04

 

 

 

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

 

„დღეს ვნახე გუშინდელი ღამის კურიერის 2/3. დანარჩენსაც ვნახავ.

 

ყველას შეუძლია ჰქონდეს საკუთარი შეხედულება იმ ცნობილ შეხვედრაზე, ვანო ჩხარტიშვილზე, დღევანდელ და მომავალ ხელისუფლებებზე, მაგრამ რა ბრალდებებიც გუშინ ვ. ჩხარტიდვილმა გააჟღერა, კერძოდ ღამის 12 საათზე გაცემულ უამრავ მრავალმილიონიან კრედიტებზე თიბისი ბანკის მიერ, 1 ლარად კეზერაშვილისთვის გადაცემულ ბიზნესებზე და ზოგადად ქონების ახევის ფაქტებზე ("კონსტანცა", "მაგნატი", ელიზბარაშვილის საქმე და სხვა), მოითხოვს სამართლებრივ რეაგირებას, როგორც პროკურატურის, თუ რომელიმე საქმეზე სამართალი არ დადგა, ასევე იმ პირთა მხრიდან, ვისი მისამართითაც გაჟღერდა ბრალდებები.

 

რეაგირება და შეფასებებია საჭირო პოლიტიკოსთა მხრიდან, ვისი ან ვისი თანაგუნდელების მისამართითაც გაჟღერდა უმძიმესი ბრალდებები, ან იზიარებთ მაგ ღირებულებებს, ტერორს, ან არ იზიარებთ და ემიჯნებით. ვერ წაუყრუებთ.

 

ხომ საუბრობთ დასავლურ ღირებულებებზე?!

 

უნდა გადავწერო ეს ვიდეო, ავტვირთო და მოვნიშნო საელჩოები, ელჩები, კონგრესი, სენატი, კონგრესმენები, სენატორები, თეთრი სახლი და ა.შ.“ - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner